თავის ტკივილის ინტენსივობა დღის მანძილზე იცვლება. ის ფსიქოემოციონალური დაძაბვისას ძლიერდება, მოსვენებულ მდგომარეობაში თითქმის მთლიანად გაივლის. გარდა ამისა, ავადმყოფები აღნიშნავენ თავის კანის მგრძნობელობის მომატებას, ტკივილს დავარცხნისას. დროთა განმავლობაში ავადმყოფს ეწყება უძილობა.
ქალა-ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტკივილი საკმაოდ ხშირი მოვლენაა (80-90%-ში). ტრავმას და მის შედეგებს ნევროპათოლოგი მკურნალობს. რაც შეეხება სამკურნალო ბალახებს - ისინი ავსებენ ძირითადი მკურნალობის პროცესს.
ყველა ტკივილი ნერვებიდან მოდის
- ნერვიულობის ნიადაგზე დედაჩემს თავის ტკივილები დაეწყო. დაუსვეს ნევროზის დიაგნოზი. მკურნალობა ფენაზეპამით დაიწყო, რომლის დოზა თანდათან იზრდებოდა (შეჩვევის გამო).
გადავწყვიტეთ სამკურნალო ბალახების გამოყენება. ვაძლევდი დამამშვიდებელ ეფექტის მქონე ბალახებს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში და ძილის წინ. - ვალერიანის ძირების და იორდასალამის ნაყენი 20 წვ საღამოს და ძილის წინ, ან მათი ნახევარში - 0,5 ჭ საღამოს და ძილის წინ.
- კუნელის ყვავილის ნაყენი - 20 წვ საღამოს და ძილის წინ.
- შავბალახას ნაყენი - 30-40 წვ საღამოს და ძილის წინ.
- დილით ელეუტეროკოკს სვამდა - 10-20 წვ მიღებაზე, შემდეგ კრაზანას ნაყენს. ნაყენს ასე ვამზადებდი - 1ს/კ ბალახი 1 ჭ მდუღარე წყალზე.
მკურნალობა დიდხანს გაგრძელდა. 2 თვის შემდეგ დედა გაცილებით უკეთ გრძნობდა თავს.
სპეციალისტის კომენტარი:
ფსიქოგენური ტკივილი არაა გამოწვეული რომელიმე ორგანული დაზიანებით. დამამშვიდებელი ბალახები, ბალახი - ადაპტოგენები და მცენარეული ანტიდეპრესანტები - ესაა ამ შემთხვევაში გამოყენებული ბალახების ნაკრები. ვალერიანი, იორდასალამი, შავბალახა დამამშვიდებელი მოქმედებით ხასიათდებიან. კუნელი აუმჯობესებს გულის მუშაობას. ელეუტეროკოკი ძალებს მატებს, ხოლო კრაზანა ხსნის დეპრესიის სიმპტომებს.