» » » ნებისმიერი კენკრა აიღეთ და ხორცის გასატერებელში გაატარეთ, პიურე სილიკონის ფორმებში ჩაასხით

ნებისმიერი კენკრა აიღეთ და ხორცის გასატერებელში გაატარეთ, პიურე სილიკონის ფორმებში ჩაასხით

ჩვენმა ორგანიზმმა ნატურალური ვიტამინები მთელი წლის განმავლობაში მიიღო, ისინი ზამთრისთვის უნდა მოამზადოთ. ზაფხული მომზადებისთვის საუკეთესო დროა. დღეს "რჩევების" რედაქციამ სასწაული მეთოდი მოამზადა, რომელიც ნებისმიერ კონსერვებზე ბევრად უკეთესია!

თქვენ, ალბათ, არ იცით რომ სეზონზე გაყინული კენკრა, ხილი და ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებებს მაქსიმალურად ინარჩუნებს. თუმცა, მათ სწორად გასაყინად, რამდენიმე წესი უნდა იცოდეთ. ჩვენ გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს ლამაზად და უჩვეულოდ. 

ზამთრისთვის სახლში მომზადებული ხილი

1. პირველ რიგში, ყველასთვის საყვარელი გაყინვის მეთოდით დავიწყებ. აიღეთ კენკრა (ნებისმიერი, რომელიც თქვენ მოგწონთ) და ხორცის გასატერებელში გაატარეთ. მიღებული მასა კექსის საცხობ სილიკონის ფორმებში გადაანაწილეთ და საყინულეში შედგით. 



გაყინვის შემდეგ ფორმებიდან ამოიღეთ, პაკეტში მოათავსეთ და კვლავ საყინულეში შედგით. შაქრის დამატება ამასტან აუცილებელი არაა!  ზამთარში ამ სილამაზის დამატება შეგიძლიათ ჩაიში ან უბრალოდ გაადნოთ და თაფლთან ან შაქართან ერთად მიირთვათ. 



2. თითქმის მსგავსი მეთოდით მზადდება კენკრის პიურე. ამისთვის ნებისმიერი კენკრა აიღეთ და მას ყუნწები და კურკები მოაშორეთ. შემდეგ კომბაინში მოათავსეთ.  ჭურჭელში საჭირო რაოდენობის შაქარი დაუმატეთ. მისი რაოდენობა შეგიძლიათ თქვენი გემოს გათვალისწინებით დაარეგულიროთ. მე 300 გრ ? - 100 გრ შაქარს ვამატებ. 



ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. შემდეგ პიურე სილიკონის ფორმებში გადმოასხით. ამისთვის ყინულის ან კექსის ფორმები გამოიყენეთ. 



მზა გაყინული ხილი ფორმებიდან ამოიღეთ. პიურე სპეციალურ პაკეტებში შეინახეთ. ასეთი გაყინული ? შეგიძლიათ 6-დან 10 თვემდე გამოიყენოთ. 



3. ზამთრისთვის რომ ისეთი ხილი, როგორიცაა გარგარი, ატამი ან ქლიავი, მოამზადოთ, უნდა გარეცხოთ, გამოაშროთ, ყუნძწები მოაშოროთ და ერთ ფენად თანაბარ ზედაპირზე უნდა გაყინოთ. შემდეგ გაყინული პაკეტში ან კონტეინერში მოათავსოთ. იგივე ეხება : კომპოტებისთვის ასეთი წვრილი ასორტები ძალიან სასარგებლოა. 



4. კენკრას უფრო გულმოდგინე მუშაობა სჭირდება. შეგიძლიათ მთელი კენკრა გამოიყენოთ. ის უნდა გარეცხოთ, გადაარჩიოთ, გააშროთ და ასევე ერთ ფენად გაყინოთ. განსაკუთრებით ფრთხილად ჟოლოს მოეპყარით!



სამაგიეროდ ზამთარში ვირუსების და გრიპის დროს ხელთ კენკრა ყოველთვის გექნებათ. და არანაირი ჯემი საჭირო არაა: უბრალოდ გაყინეთ, დაასხით მდუღარე წყალი, გაადნეთ და სამკურნალო ნაყენი მზადაა!

ჩემი აზრით, გაყინვა ხილის, კენკრის და ბოსტნეულის შენახვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. სწორედ ამ გზით მათი ყველა სასარგებლო ნივთიერება ნარჩუნდება. მათში ვიტამინები და მინერალები ბევრად მეტია (90%-მდე), ვიდრე კონსერვირებულში ან კომპოტებში. ამასთან კენკრის გემო და არომატი გაყინვის შემდეგ პრაქტიკულად არ იცვლება!



ამ კულინარიული მეთოდის შესახებ მეგობრებს აუცილებლად უამბეთ! ისინი მადლობელი დარჩებიან!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.