- სისხლის იმუნოფერმენტული ანალიზი ანტისხეულების გამოვლინების გავრცელებული მეთოდია. ანტისხეულების არ არსებობა იმის მაჩვენებელია, რომ ორგანიზმში ჰერპესის ვირუსი არ არის.
- ტესტი ჰერპესზე - გამონაყარის ბუნების განსაზღვრის სწრაფი მეთოდია. ამისათვის საეჭვო ბუშტუკიდან იღებენ ნაცხს და ურევენ ჰერპესის ვირუსის ანტისხეულებს. ჰერპესის არსებობისას სინჯი ყვითელი რჩება 4 სთ-ის განმავლობაში.
- იმუნოფლუორესცენცია მეტად ეფექტური სადიაგნოსტიკო ტესტია. ბუშტუკის შიგთავსიდან აღებული მასალა სპეციალური საღებავებით იღბება.
- კოლპსკოპის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის, საშოს კედლების და ვულვის დეტალური დათვალიერება.
- საშვილოსნოს ყელის არხიდან აღებული ნაცხის ანალიზი, რომლის დროსაც ირკვევა, არის თუ არა ინფიცირებული საშვილოსნოს ყელი.
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია - კვლევის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც ხდება არამარტო ჰერპესის იდენტიფიცირება, არამედ სხვა მიკროორგანიზმებისაც.
ფიტოთერაპია ჰერპესის დროს:
კრიალოსანას ჩაი
მომზადების წესი:
25 გრ კრიალოსანას ფესვები გავრეცხოთ, ჩავყაროთ თეროსში, დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 10 სთ. დავლიოთ როგორც ჩაი თაფლთან ან რძესთან ერთად. ასეთი ჩაი ეფექტურია სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს (მწვავე რესპირატორული ინფექციის, გრიპის, ჰერპესის და სხვ. დროს).
კრიალოსანის მიღების წინ სასურველია 10 დღის განმავლობაში მივიღოთ დინდგელის სპირტიანი ან ზეთიანი ნაყენი, შემდეგი 30 დღე - კრიალოსანას ბალახის ნაყენი და 1-2 თვის განმავლობაში ნებისმიერი მცენარეული იმუნომოდულატორი (კრიალოსანას ძირები, ძირტკბილა, სამყურა, გვირილა, გულყვითელა, კრაზანა და სხვა).
კრიალოსანთან ერთად კარგია გამწმენდი ბალახების მიღება (ასკილი, მწვანე ჩაი, უკვდავა, მოცხარი, არყის ფოთლები, ჟოლო, მარწყვი_.
ორგანიზმის გაწმენდის პროცესში ყურადღება მივაქციოთ ნაწლავთა რეგულარულ მოქმედებას. ამისათვის საკვებ რაციონში ჩავრთოთ ქერი, ბოსტნეული, ზღვის კომბოსტო, შავი ქლიავი, ხეჭრელის ქერქი).
ფიტოთერაპიული ეფექტის ამაღლების მიზნით (კრიალოსანას მკურნალობისას) აუცილებელია C და E ვიტამინის მიღება.
კრიალოსანას გარდა ანტიჰერპესული მოქმედებით ხასიათდება სხვა მცენარეებიც: კორპი, უცუნა, მოცვი, ძახველი, კრაზანა, ბირკავა, ძირტკბილა და სხვა. ძირითადად გამოიყენება მათი ნახარშები.