თმის გასამაგრებლად საჭიროა ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, ჰაერზე მეტხანს ყოფნა, კვების რეჟიმის დაცვა, სპორტული ვარჯიში და ა.შ.
თმის ცვენის შესაჩერებლად შეგიძლიათ ხალხური რეცეპტებით დაიხმაროთ:
- თმის ცვენისას და თავზე ეგზემის დროს აუცილებელია კვირაში ერთხელ წყაროს, ჭის, მდინარის თბილი  წყლით, თავის დაბანა და, ამავდროულად, 15 წთ-ის  განმავლობაში მუჭა  მარილით თავის დაზელა.  პროცედურის  შემდეგ კარგად გადავივლოთ იგივე წყალი. რეკომენდებულია მინიმუმ 6 პროცედურის  ჩატარება. 
 - 1 ლ მდუღარე წყალში კარგად გავხსნათ 2 ს/კ  თაფლი და შევიზილოთ  თმის ძირებში 2-ჯერ კვირაში. ხსნარი ამაგრებს  თმას და ხელს უწყობს  მის ზრდას.
 - იაპონური სოფორას ნაყოფის  არყის  ნაყენისგან მოვამზადოთ 5-10 %-იანი წყლის  ხსნარი, წავისვათ თავზე 2-3-ჯერ კვირაში და გავიჩეროთ 5-10 წთ - თმის ცვენა ჩერდება. 
 - ქერტლის დროს  თავი  ხახამას (ძირებიანად) ნახარშით დავიბანოთ. 
 - ნიახურის დანაყილი თესლები შევიზილოთ თავზე, ხელს უშლის  გამელოტებას. 
 - ქაცვის  ნაყოფის წვენი ხელს უშლის  თმის ცვენას, ქერტლის  გაჩენას, კურნავს  თავის კანზე არსებულ  ჭრილობებს. 
 - 1 წილი მუხის ქერქის ფხვნილი და 5 წილი  წყალი შევურიოთ  ერთმანეთს და დავუმატოთ  1 ჩ/კ თაფლი. ნარევი კარგად შევიზილოთ თმის ძირებში,  გავიჩეროთ 30-40 წთ და  ჩამოვიბანოთ  თბილი ანადუღარი წყლით. აღნიშნული  ნარევი გამოიყენება ცხიმიანი სებორეის დროს. 
 - 100 გრ მკვახე კაკლის მწვანე კანი დავჩეჩქვოთ, დავასხათ 0,5ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ, თბილ ადგილას 2 კვირით. პერიოდულად შევანჯღრიოთ, გავწუროთ. შევიზილოთ თავში სოკოვანი ფლორის მოსპობის მიზნით. 
 - თმის გასამაგრებლად და ზრდის გასაუმჯობესებლად თვეში ერთხელ თმაში კვერცხის  გული და შევიზილოთ, 10-15 წთ-ის შემდეგ ჩამოვიბანოთ  არყის ფოთლების ნაყენით. 
 - ასკილის ტოტებს  წავაჭრათ წანაზარდები, 100 გრ წანაზარდებს  დავუმატოთ 50 გრ ჭინჭრის ახალი დაქუცმაცებული ფოთლები და 0,6 ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 1 თვით,  პერიოდულად  შევანჯღრიოთ, შემდეგ  დავუმატოთ 1 თავი  დანაყილი ნიორი და ისევ დავაყენოთ 2 კვირით, გავწუროთ. დღეგამოშვებით შევიზილოთ  გამელოტებული  ადგილები ამ ნაყენით, 3 წთ-ის  განმავლობაში, დილას და საღამოს. შუალედებში დავიბანოთ თავი ჭინჭრის ნაყენით. მკურნალობის კურსი 40 დღეა, შესვენება - 2 კვირა, სასურველია ასეთი კურსი ჩატარდეს 3-4-ჯერ წელიწადში. 
 - ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით (1:1) დანაყილი ნიორი და ჭინჭრის ფოთლები შევურიოთ. მშრალი  სებორეის (ქერტლის) დროს ეს ნარევი  თავზე დავიდოთ, დავიფაროთ სელის ნაჭერი და გავიჩეროთ 20 წთ. ჩამოვიბანოთ არყის ფოთლების თბილი ნაყენით. 
 
                
        

