» » » ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება რომ დაადგინოთ, უბრალოდ ენა მაჩვენეთ

ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება რომ დაადგინოთ, უბრალოდ ენა მაჩვენეთ

თვალი - სულის სარკე არის, ხოლო ენა - შინაგანი ჯანმრთელობის ინდიკატორი, რადგან მას თითქმის 100%-ით შეუძლია გვითხრას, თუ რა მდგომარეობაში შინაგანი ორგანოები, ასევე დაზიანების და ამა თუ იმ დაავადების განვითარების სტადია. ექიმები ხშირად გვაფრთხილებენ: "შეიძლება თავი შესანიშნავად იგრძნოთ, შემდეგ კი უცებ ძალა დაკარგოთ. სინამდვილეში მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენი ენა სიგნალს გაძლევდათ!"

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, რატომ არის აუცილებელი ენის ფორმას, ფერს და ნადებს ყურადღება მიაქციოთ, ასევე რომელ შესაძლო პრობლემას ამტკიცებს გემოს და ლაპარაკის ესა თუ ის ცვლილება. ენის "მტრები" გამოვავლინოთ!

ენის დიაგნოსტირება

ენა უძველესი დროიდან შინაგანი ორგანოების და სისტემის ჯანმრთელობის მაჩვენებელია, ზოგჯერ მისი ცვლილება დაავადების ნიშნებს ყველაზე ადრე გამოავლენს. ამის შესახებ აღმოსავლეთში შესანიშნავად იცოდნენ, სწორედ აქ გაჩნდა უჩვეულო ხედვა, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენა - დაავადების ენით დიაგნოსტირება. 



აღმოსავლეთის ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ ენა პირდაპირ გულთან არის დაკავშირებული. ამასთან გულის მდგომარეობას არა მხოლოდ ენის გარეგნული მხარე ასახავს, არამედ სიტყვა, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. თუმცა ორგანიზმი სრულყოფილი სისტემაა, გულის მდგომარეობა სხვა ორგანოებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 

ძველი ჩინური მედიცინის მიხედვით სხეულის სხვადასხვა ორგანოს მდგომარეობა ენის ნაწილებზე აისახება: ენის წვერი სხეულის ზედა ნაწილს და აქ მოთავსებულ ორგანოებს შეესაბამება, ენის გვერდითა ნაწილები სხეულის შუა ორგანოებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ენის ბოლო - სხეულის ქვედა ნაწილზე. 

სწორედ ამიტომ ორგანოების ანთებითი და არა ანთებითი დაავადება ენაზე ცვლილებებით აუცილებლად გამოიხატება. ამასთან აზიელები ირწმუნებიან, რომ ენა შესაძლო დაავადების შესახებ სიგნალს, ორგანოს დაავადებამდე 1-2 დღით ადრე იძლევა. 



დიაგნოსტირებისთვის საუკეთესო დროა - დილით უზმოზე. საკვები, სასმელი, მედიკამენტი, თამბაქო ნადების ფერს ცვლის, რაც დიაგნოზის პროცესის უზუსტობას იწვევს. დაკვირვების დროს პირი ფართოდ უნდა გააღოთ, ენა გამოყოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაჭიმოთ, რადგან ეს ფორმას და ფერს შეუცვლის. დააკვირდით: ენა გიამბობთ, ვის უნდა მიმართოთ დახმარებისთვის!

1. ჟოლოსფერი ენა საუბრობს მოწამვლაზე, რომელსაც თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, მძიმე ინფექციური დაავადებები ან პნევმონიის მძიმე ფორმა. ჟოლოსფერი ენა - ბავშვებში ცხელების ერთგული თანამგზავრია. მუქ წითელ ან მუქ ჟოლოს ფერს ენა მძიმე ლითონით, სოკოთი მოწამვლის დროს, ასევე თირკმლის უკმარისობის დროს ღებულობს. 

გაითვალისწინეთ, რომ ჟოლოსფერი შეიძლება საკვების მიღებამ გამოიწვიოს, რომელიც წითელ პიგმენტს შეიცავს: ასე რომ სანამ განგაშს ატეხავთ, გაიხსენეთ, რამე ხო არ გიჭამიათ ამ დღეებში, მაგ., ჭარხალი. 



2. ცისფერი ფერი ენის ზედა და ქვედა ნაწილზე გულის ტკივილების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობაზე საუბრობს. ენის მსგავსი შეღებვა სისხლის მიმოქცევის დარღვევას და კარდიოპოლმენალურ უკმარისობაზე მიგვითითებს. 

3. იასამნისფერი ენა გულის და ფილტვების სერიოზულ პათოლოგიაზე საუბრობს, ხოლო შავი ფერის ენა - ქოლერის ნიშანია. 



4. ენის ქვედა ნაწილში მკრთალი შეფერილობა ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის პათოლოგიაზე საუბრობს. ძალიან ფერმიხდილი ენა - ანემიის ერთგული თანამგზავრია. 

5. გლუვი, ბრწყინვალე, ღია წითელი ფერის ზედაპირი ქრონიკული კოლიტის ან კუჭის ონკოლოგიაზე მიუთითებს. აი ჭადრაკის მსგავსი ენა ნიკოტინის მჟავის (B3ვიტამინი) დეფიციტით არის გამოწვეული. 



6. ენის მარჯვენა ნაწილის ჰიპერტროპია და სიწითლე თირკმლის დაავადებაზე მიუთითებს, მარცხენა ნაწილზე კი - ელენთას შესაძლო დაავადებაზე. ენის წვერზე ჰიპერტროფია მენჯის დაავადებაზე ყვირის. პაპილას გაზრდა შუა და გვერდითი ნაწილების სიწითლე შეიძლება ფილტვის დაავადებაზე მიგვითითებდეს. 

7. კბილების ღრმა ნაბეჭდი ენის წინა და გვერდითა ნაწილებში სტრესზე, დაღლილობასა და ნერვოზზე მიუთითებს. გარდა ამისა, კბილების ნაკვალევი ენაზე კუჭ-ნაწლავის პრობლემაზე მიუთითებს: დისბაქტერიოზი, წიდები და მონელების არ ქონა. 



8. ენის ცენტრალური ხაზის ცვლილება ხერხემლის პრობლემაზე მიუთითებს: ენის ბოლოს ცვლილება წელის არეში ხერხემლის პრობლემას მიუთითებს, ცენტრში ცვლილება მკერდის არეში პრობლემას, ხოლო ენის წვერის - კისრის ოსტეოქონდროზის პრობლემაზე. ენის ცენტრალური ხაზის გადახრა მწვავე ინსულტის დროს ხდება, რაც ადრეული დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია. 

9. კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას ყოველთვის თან ქრონიკული გასტროენტერიტი ახლავს, სწორედ ამიტომ ენაზე ნაცრისფერი ზედაპირი - ამ დაავადების შეუცვლელი თანამგზავრია. 



ჩინელი და ტიბეტელი მკურნალები ადამიანების ენას კითხულობდნენ, ამასთან შინაგანი ორგანოების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლეოდნენ ყოველგვარი ტექნიკის და ტესტების ჩატარების გარეშე. ამ მარტივი და ხელმისაწვდომი დიაგნოზის უგულებელყოფა არ ღირს. ენაზე დაკვირვება თავად შეგიძლიათ, მაგ., დილით კბილების გამოჩოთქვამდე. 



გვსურს ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადება სტომატოლოგიის მთელი შტოა და ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რადგან დაავადება ბევრი, მათი გარჩევა რთულია, ხოლო პაციენტების უყურადღებობაზე აღარ ვსაუბრობთ. დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ: თუ პირის წყლულები შენიშნეთ ან წითელი ფერის ეროზია ან სხვა ელემენტები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ იკურნება ან კვლავ ჩნდება აუცილებლად სტომატოლოგს მიმართეთ. 

პირის ღრუს და ლორწოვანი გარსის ავთვისებიანი სიმსივნეები სიმსივნეების 1.5%-ს შეადგენს. დაავადების ადრეული დიაგნოზი - წარმატებული მკურნალობის და მომავლის გასაღებია!

თქვენი სხეულის ნიშნებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას! ჩვენი სასარგებლო სტატია კი მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.