დილის აუცილებელი პროცედურები
- ენის წმენდა
თითოეული ჩვენგანი დილით, გაღვიძებისას კბილებს ვიხეხავთ და ვფიქრობთ, რომ ეს პროცდედურა სავსებით საკმარისია პირის ღრუსი ჰიგიენის დასაცავად და მისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სინამდვილეში, არანეკლებ, შეიძლება ითქვას, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, რეგულარულად ენის წმენდას ენიჭება. სწორედ ამ ორგანოზე გროვდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიები და მიკრობები. ენის გახეხვა შეგიძლიათ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისითაც ან სპეციალური მოწყობილობით, რომელიც აფთიაქებში და კოსმეტიკურ მაღაზიებში იყიდება.
რატომ უდნა გავიწმინდოთ ენა?
1. თქვენ მოიშორებთ ბაქტერიებს, რომლებიც შეიძლება კუჭში მოხვდეს და გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები.
2. ბაქტერიები ენაზე - პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისა და მრავალი საკმაოდ სერიოზული დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ხშირი მიზეზი. - ერთი ჭიქა თბილი წყალი
ადამიანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყლის ბალანსის აღდგენა ორგანიზმში ძილის შემდეგ. გააცხელეთ (არ მიიყვანოთ დუღილამდე) 1 ჭიქა წყალი, ჩაწურეთ მასში ნახევარი ლიმონის წვენი და პატარ-პატარა ყლუპებით მიირთვით ჭამამდე 20 წუთით ადრე.
რა სარგებელი მოაქვს ამ სასმელს ორგანიზმისთვის?
1. წყლის ბალანსის აღდგენა ორგანიზმში ძალზედ მნიშვნელოვანია საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. ასე თქვენ ამზადებთ ორგანიზმს საკვების მისაღებად.
2. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და უწყობს ხელს წონის კლების ჯანსაღ პროცესს.
3. წმენდს ღვიძლს.
4. ლიმონის წვენი შეიცავს მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და ვიტამინებს: კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, C და B ჯგუფის ვიტამინები. - თაფლი ჭამამდე
ჭამამდე 10 წუთით ადრე მიირთვით 1 ჩ.კ. თაფლი და დააყოლეთ წყალი. პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური.
რა როლს თამაშობს ეს პროცედურა ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
1. თაფლი - სასარგებლო ვიტამინებისა და მიკროელემენტების საკმაოდ დიდი ბუნებრივი წყარო. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომლებიც ამარაგებს ორგანიზმს ენერგიის, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ზრდის შრომისუნარიანობას.
2. აძლიერებს იმუნიტეტს.
3. გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით, ანელებს დაბერების პროცესს და იცავს ორგანიზმს გამოფიტვისგან. - წყალბადის ზეჟანგის გამოვლება პირის ღრუში
საუზმის შემდეგ აუცილებლად გამოივლეთ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგი. 5-7 წვეთი 3%-იანი ხსნარი გახსენით 50 მგ წყალში და ივლეთ პირის ღრუში რამდენიმე წუთის განმავლობაში.
რატომ უნდა გამოვივლოთ ეს ხსნარი პირის ღრუში?
1. კარიესის, კბილისა და ღრზილების დაავადებების არაჩვეულებრივი პროფილაქტიკა.
2. წყალბადის ზეჟანგი გაგათავისუფლებთ პირის ღრუდან ამომავალი უსიამოვნო სუნისგან.
3. გაგითეთრებთ კბილებს.
ჩაიტარეთ ეს 4 პროცედურა ყოველ დილას და თქვენ შენიშნავთ, თუ როგორ უმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა, არამედ განწყობაც კი.