» » » ყურადღებით მოეკიდეთ ენის ამ 9 მდგომარეობას, რადგან ის ჯანმრთელობის პრობლემებზე მეტყველებს.

ყურადღებით მოეკიდეთ ენის ამ 9 მდგომარეობას, რადგან ის ჯანმრთელობის პრობლემებზე მეტყველებს.

როგორც წესი, ჩვენ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ საკუთარ ენას, რაც უპატიებელი შეცდომაა. სინამდვილეში, მასზე დაკვირებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკაა შესაძლებელი. ამ მოსაზრების მტკიცებულებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ექიმები საკუთარი პაციენტების გამოკვლევის დროს პირველ რიგში მათ პირის ღრუს აკვირდებიან. ჩინური ალტერნატიული მედიცინის მტკიცებით, ენის გარკვეული ცვლილება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემაზე მეტყველებს.
  1. თუ თქვენი ენის ზედაპირი დაფარულია თეთრი თხელი ნადებით და წითელი წერტილებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ენერგიის ნაკლებობას განიცდით, რაც იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, მაის დაქვეითებას და ჭარბ ოფლიანობას. ეს მოვლენა შეიძლება ჩვენს ხასიათზეც აისახოს: ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დგანან, იტანჯებიან ქრონიკული მშფოთვარებისა და ნერვიულობისგან.

  2. თუ თქვენი ენის ზედაპირი დაფარულია ყვითელი თხელი ნადებით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ იტანჯებით საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, გაუწყლოებისგან და კანის დაავადებებისგან. თითოეული ეს პრობლემა პირდაპირ მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, რის გამოც ადამიანები, რომელთა ენა ყვითელი ნადებითაა დაფარული, უხასიათოები არიან.

  3. თუ თქვენი ენა დაფარულია თეთრი სქელი ნადებით და აგეღნიშნებათ ენის კედლების შეშუპება, თქვენ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგახართ და განიცდით ორგანიზმში წყლის დაგროვებას.

  4. ენის ზედაპირზე შავი წერტილების გაჩენა მეტყველებს ცუდ სისხლის მიმოქცევაზე, რაც იწვევს ვენების ვარიკოზს, სიმძიმის განცდას ქვედა კიდურებში, თავის ტკივილებს და კანის გამოშრობას.

  5. თუ ენის წვერი შეწითლებული გაქვთ და მისი ზედაპირი თეთრი თხელი ნადებითაა დაფარული, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მუდმივი სტრესისგან იტანჯებით.

  6. წითელი ენა ყვითელი ფერის თხელი ნადებით მეტყველებს ორგანიზმის ამაღლებულ ტემპერატურაზე. როგორც წესი, ეს მოვლენა განპირობებულია ორგნიაზმში მიმდინარე რაიმე სახის ანთებითი პროცესებით.

  7. ფერმკრთალი ენა შუაში თეთრი თხელი ნადებით მეტყველებს აუტოიმუნურ დაავადებებთან დაკაშირებულ ანთებით პროცესებზე ან ინფექციებზე და ორგანიზმში მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტზე.

  8. შეწითლებული, დაბზარული ენა მეტყველებს სოკოვან ინფექციებზე, რასაც შეიძლება თან ახლდეს უძილობა და გაღიზიანებადობა.

  9. ენის ფერმკრთალი ზედაპირი მეტყველებს სისხლის ცუდ მიმოქცევაზე ან ანემიაზე, რასაც თან ახლავს ღებინების შეგრძნება და ქრონიკული დაღლილობა. ეს სიმპტომები ასევე შეიძლება მეტყველებდეს ჰორმონალურ დისბალანსზე ქალბატონებში.

თუ თქვენ ენის გარკვეული ცვლილებები შენიშნეთ, თავის დაზღვევის მიზნით აუცილებლად მიმართეთ ექიმს!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.