დღეს "რჩევების" რედაქცია განსაკუთრებულ პიროვნებას გაგაცნობთ. 91 წლის ტიტ ნატ ჰანი - ძენ-ბუდისტი ბერი. ის ბევრი შესანიშნავი წიგნის ავტორია, მაგრამ სხვადასხვა ენაზე მხოლოდ რამდენიმე არის ნათარგმნი. სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე "უშიშარი". ამ შედევრის შესახებ უფრო ბევრი მინდა გიამბოთ.
ტიტ ნატ ჰანი
ნებისმიერი ადამიანის ყველაზე დიდი შიში - სიკვდილია. ფიქრი იმაზე, რომ სხეული ოდესღაც გვიმტყუნებს, დაბერდება, დაავადდება ყველაზე საშიში და უსიამოვნოა.
მომავალში სიკვდილის და შესაბამისად მომავლის ყველას ეშინია. გაურკვევლობა ყველას აშინებს, სწორედ ამიტომ დაძაბულები ვართ და მუდმივად რაღაც საშინელს ველოდებით. ტიტ ნატ ჰანი 5 მნიშვნელოვან შეხსენებას გვაძლევს, რომლებიც ჩვენ ღრმა შიშების გადალახვაში დაგვეხმარება.
ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი ფრაზები წარმოთქვით. ამოსუნთქვის იგრძნობთ, როგორ შეიცვალა სამყარო.
როგორ გავთავისუფლდეთ მომავლის შიშისგან
1. დაბერება ჩემში ბუნებით არის ჩადებული. სიბერეს ვერსად გავექცევი.
თუ მთელი გულით მივიღებთ ფაქტს, რომ დაბერება გარდაუვალია, მისი შეხვედრის ისე აღარ შეგეშინდებათ. ცხოვრების ნებისმიერი პერიოდი თავისებურად ლამაზია. სიბერეზე ფიქრებს მოშორებით, საკუთარ თავს და ახლობლებს შეიძლება ზიანი მივაყენოთ. არანაირი გართობა, გემრიელი საკვები და გამაახალგაზრდავებელი პროცედურები სიბერისგან ვერ დაგიცავთ, ეს ყურადღების გადატანის ქცევები შიშს მხოლოდ ახშობს, რომელიც ახალი ძალით აუცილებლად დაბრუნდება.
ყველა ბერდება. ამის შესახებ შენ თავს მუდმივად შეახსენე, ასე ცხოვრება ბევრად მარტივი იქნება. ადამიანი აშკარა ფაქტებს, როგორიცაა სიბერე, რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგება, მით უფრო უბედური არის.
2. სუსტი ჯანმრთელობა ჩემში ბუნებით არის ჩადებული. ავადმყოფობას ვერსად ვერ გავექცევი.
თუ თავს ძალიან ჯანმრთელად და ძლიერად გრძნობთ, არ მოტყუვდე. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ავად ხდება. გაიაზრეთ რომ, ადრე თუ გვიან ავადმყოფობა დაბრუნდება, მოგვცეს ძალას მას შეიარაღებული შევხვდეთ. მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიოთ და სხეული მავნე საკვებით და ცუდი ჩვევებით არ დაანგრიოთ.
როცა გაიაზრებთ, რომ მომავლში შეიძლება ავად გახდეთ, უკვე უაზრო საქმის გაკეთების სურვილი აღარ გექნებათ.
3. გარდაცვალება ჩემში ბუნებით არის ჩადებული. სიკვდილს ვერსად გავექცევი.
არავინ არის უკვდავი. სიკვდილზე ფიქრი და ღრმა გააზრება იმის, რომ აქ დროებით ვართ, ცხოვრების ყოველი წუთის უფრო რაციონალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევს, ყოველ წამს უფრო ვაფასებთ.
4. ჩემთვის ძვირფასი ადამიანები და ნივთები ადრე თუ გვიან შეიცვლებიან
ყველა დროის გავლენის ქვეშ არიან, ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლება. იმ სამყაროში ვერაფრის წაღებას ვერ შევძლებთ. ჩვენ არაფერი გვეკუთვნის, მატერიალურ ნივთებსა და საყვარელ ადამიანებზე ნებისმიერი დამოკიდებულება ჩვენ უბედურს გვხდის. ყველაზე ძვირფასის გათავისუფლების შემდეგ, ყველაფრის დაკარგვის შიშს მოიშორებთ. რაც უფრო დიდხანს ჩაჭიდებული რამეზე ან ვინმეზე, მით უფრო გაგიჭირდებათ ცხოვრება.
5. მე მემკვიდრეობით ჩემი სხეულის, ლაპარაკის და გონების მოქმედების შედეგებს ვიღებ. ჩემი მოქმედება ჩემ გაგრძელებას წარმოადგენს.
სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ჩვენი კარმა დაგვრჩება - ჩვენი ფიქრები, სიტყვები და მოქმედება. მხოლოდ ეს იქნება მნიშვნელოვანია, როცა გარდავიცვლებით. თუ ახლა კარგად მოვიქცევით, დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენი სიკეთის ნაყოფი მუდმივად ჩვენთან დარჩება.
მთელი რედაქცია ბერის სიბრძნით აღფრთოვანებულები ვართ. მისი მონაწილეობით შესანიშნავი ვიდეო რგოლი ვნახეთ! ვიეტნამელი ბერი პატარა გოგონას უყვება, თუ როგორ მოიშოროს სიბრაზე.
წიგნი "უშიშარი" ბევრჯერ უნდა წაიკითხოთ. მისი წაკითხვის სურვილი გაგიჩნდათ? დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. სტატია ბერის კიდევ ერთი ბრძნული სიტყვით მინდა დავასრულო:
"ჭურჭლის რეცხვის დროს, თქვენ ალბათ ფიქრობთ, ჩაიზე რომლის დალევაც გსურთ, ცდილობთ საქმე უფრო სწრაფად დაასრულოთ, დასხდეთ და ჩაი დალიოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ ცხოვრობთ, სანამ ჭურჭელს რეცხავთ. სანამ ჭურჭელს რეცხავთ, მნიშვნელოვანია - ჭურჭლის გარეცხვა. როგორც ჩაის დალევის დროს მნიშვნელოვანია - ჩაი".