- უკრაინელი ექიმბაშები ჰიპოტონიის დროს ძველთაგანვე იყენებდნენ შემდეგ ფიტონაკრებს. უნდა ავიღოთ 30 გრ კრაზანას ყვავილები და ფოთლები, 20 გრ უკვდავას ყვავილები, 20 გრ გვირილას ყვავილი, 20 გრ შავთარას ბალახი, 10 გრ ლეშურას ფესვები. დავაქუცმაცოთ. შემდეგ 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1/2 ლ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 2 სთ და გავწუროთ. მიიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 კვირის განმავლობაში.
- იღებენ საშუალო ზომის 6 ცალ ლიმონს, აცლიან მარცვლებს და ქერქთან ერთად ატარებენ ხორცის საკეპ მანქანაში. მიღებულ მასას ათავსებენ 3 ლიტრიან ქილაში, ასხამენ 1 ლიტრ ანადუღარ ან დისტილირებულ წყალს და მჭიდროდ ახურებენ თავსახურს. ქილას ათავსებენ მაცივარში 36 საათის განმავლობაში, შემდეგ უმატებენ 600 გრ თხელ თაფლს, კარგად ურევენ და კვლავ მაცივარში ტოვებენ 36 საათის განმავლობაში. დროდადრო ქილას ანჯღრევენ.
მიღება 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, სანამ წამალი არ გათავადება. ატარებენ მკურნალობის 2 კურსს, 2-3 კვირიანი შესვენებებით.
ჰიპოტონიის სამკურნალოდ შემდეგ საშუალებებსაც მიმართავენ. - იღებენ 50 ყავის მარცვლებს,ხალავენ და ფქვავენ საფქვავში. ამატებენ 500 გრ თაფლს, 1 ლიმონისგან გამოწურულ წვენს და კარგად ურევენ.
მიიღება 1 ჩაის კოვზი ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
წამალი უნდა შევინახოთ ცივად.
დიეტოთერაპია
ჰიპოტონიის მკურნალობის პირველ 4-6 დღეში მიმართავენ მხოლოდ ხილის დიეტას ბოსნტეულის წვენებთან ერთად.
ყოველდღიურად 3-ჯერ დღეში მიირთმევენ შემდეგი წვენების ნარევს: 300 გრ სტაფილოს, 110 გრ ისპანახს, 140 გრ ჭარხალს, 250 გრ კიტრის ან 250 გრ სტაფილოს, 110 გრ ნიახურის, 60 გრ ისპანახის, 60 გრ ოხრახუშის.
შემდეგ ორ კვირას მიმართავენ რძისა და მცენარეულ დიეტას, ხილ-ბოსტნეულისა და რძიან-ხილიანი დიეტების ჩართვით. ხილ-ბოსტნეულის დიეტა შედგება ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულისგან. ყველა ხილი უნდა იყოს მწიფე. თუ არ გვაქვს ახალი ხილი, შეიძლება, სველი გამხმარი ხილის მიღებაც თაფლის, შაქრის, გახეხილი სტაფილოს, ქიშმიშის, მოცვისა და რძის დამატებით.