პირველადი ჰიპოტონია - ეს არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია აღგზნებადობისა და დამუხრუჭების ბალანსის პირველადი დარღვევით. მეორადი ჰიპოტონიის გამომწვევია ინფექციური დაავადებები. ის გვხვდება წყლულოვანი დაავადებების სხვადასხვა ინტოქსიკაციისა და იონიზირებული რადიაციის ზემოქმედების დროს.
მკურნალობა ხალხურად:
- ციმბირული სახალხო მკურნალები არტერიული ჰიპოტონიისა და ასტენიის დროს გვირჩევენ სპირტზე დაყენებული ვარდისფერი როდიოლას ნაყენის მიღებას. ვარდისფერი როდიოლას ფესვებს (50 გრ) ასხამენ 50 გრ არაყს, აჩერებენ 7 დღეს ბნელ ადგილზე. შემდეგ წურავენ. ინახავენ ბნელ ადგილზე.
წამლის მიღებას იწყებენ 10 წვეთით, რომელიც გაზავებულია წყალში. შემდგომ ყოველდღე უმატებენ 1 წვეთს და ადიან 40 წვეთამდე. სვამენ დღეში ორჯერ (დილით და საღამოთი) ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში. დოზას ირჩევენ ინდივიდუალურად. თუ 15-20 წვეთი გააუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას და არტერიული წნევა ნორმაში იქნება, დოზის შემდგომი გაზრდა არ ღირს. - 10 გრ ვარდისფერი როდიოლას გამშრალ ფესვებს ასხამენ 500 მლ წყალს, ადუღებენ, აციებენ და სვამენ 1 სუფრის კოვზს დღეში 2-3-ჯერ 30 წუთით ადრე.
- ამზადებენ ხემაგარას სპირტიან ნაყენს 70%-იან სპირტზე პროპორციით 1:5-ზე. მიიღება 10-20 წვეთი დღეში 2-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე 3-4 კვირის განმავლობაში.
- ჩინეთში არტერიული ჰიპოტონიის დროს იყენებდნენ შემდეგ ფიტონაკრებს. იღებენ 40 გრ ჟენშენის ფესვებს, 5 გრ ელერძის ფესვებს, 30 გრ კრაზანას ყვავილს, ერთმანეთში ურევენ და აქუცმაცებენ. შემდეგ მას ასხამენ 1/2 ლიტრ ახალ ცივ წყალს, აჩერებენ 6 საათს, შემდეგ ადუღებენ, აციებენ და დოლბანდში წურავენ. მიიღება 1 სუფრის კოვზი დილით და შუადღისას ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის დარეგულირების შემდეგ წამლის მიღებას წყვეტენ.