ქვემოთ მოცემული ვარჯიშების ჩატარება ეტაპობრივად არის საჭირო. შესაძლოა, მეცადინეობა დაიწყოთ მე-2 ან მე-3 ეტაპის ვარჯიშებით, ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით.
1-ლი ეტაპის ვარჯიში - 1. დახუჭული თვალებით ამოძრავებთ თვალის კაკლებს ყველა მიმართულებით - მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ; 2. ავადმყოფს თვალები გახელილი აქვს. ექიმს ხელში უჭირავს რამე საგანი (მაგ. პატარა ბურთი), რომელიც მისი სახიდან დაცილებული უნდა იყოს დაახლოებით 90 სანტიმეტრით. ექიმი ამ საგანს მუახლოვებს თვალებთან, დაახლოებით 30 სანტიმეტრამდე, ისე, რომ ამ მოძრაობას ავადმყოფი ზუსტად უნდა ადევნებდეს თვალს.
მე-2 ეტაპის ვარჯიშები: (სრულდება ჯდომით მდგომარეობაში გახელილი თვალებით). 1. ავადმყოფმა თავი უნდა ამოძრაოს წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. ჯერ ნელ ტემპში, შემდეგ კი, თანდათან უფრო სწრაფად, ვიდრე არ წარმოიშობა მსუბუქი თავბრუსხვევის შეგრძნება; 2. იგივე ვარჯიშები სრულდება დახუჭული თვალებით. თავის მოძრაობები შეასრულეთ ნელი ტემპით.
მე-3 ეტაპის ვარჯიშები: (სრულდება ჯდომით მდგომარეობაში გახელილი თვალებით). 1. ტანი ატრიალეთ მარჯვნივ და მარცხნივ; 2. ორივე ხელით აიღეთ იატაკზე დაგდებული საგანი. ამ დროს აუცილებელია, ამ საგანს უყურებდეთ პირდაპი და ზემოდან; 3. წინ გადახრილ მდოგომარეობაში საგანი (ბურთი) გადაიტანეთ ერთი ხელიდან მეორეში; გაატარეთ მუხლებქვეშ. ამ დროს კუთხოვანი სისტემა მაქსიმალურად უნდა იყოს მოდუნებული.
მე-4 ეტაპის ვარჯიშები: (სრულდება დგომით მდგომარეობაში). 1. დადექით - ფეხები ერთად; 2. ატრიალეთ ტანი ჯერ დახუჭული, შემდეგ გახელილი თვალებით მარცხნივ და მარჯვნივ; 3. გადაიტანეთ საგანი (ბურთი) ერთი ხელიდან მეორეში და პირიქით.
მე-5 ეტაპის ვარჯიშები: (სრულდება ნებისმიერი მოძრაობა). 1. ოთახში იარეთ; შემოუარეთ სკამს, მაგიდას, ჯერ გახელილი და შემდეგ დახუჭული თვალებით; 2. ესროლეთ ბურთი პარტნიორს, როდესაც ის დაგიბრუნებთ (რამდენჯერმე); 3. დადექით ზურგით პარტნიორთან. პირველად პარტნიორი გადმოგცემთ ფეხებქვეშ საგანს (ბურთს), შემდეგ ის დაგიბრუნებთ ბურთს. თავს ზემოთ მოძრაობით. აღნიშნული ვარჯიში სრულდება მოძრაობის ტემპის თანდათანობით ზრდით. გავარჯიშების შემდეგ ავადმყოფი აწოდებს პარტნიორს ბურთს; 4. სიარული აღმართზე ჯერ გახელილი, შემდეგ დახუჭული თვალებით; 5. კიბეზე სიარული - ასვლა-ჩამოსვლა ჯერ გახელილი, შემდეგ დახუჭული თვალებით.
მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ (როდესაც თავბრუსხვევა აღარ შეიმჩნევა) ავადმყოფმა პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1-2-ჯერ უნდა შეასრულოს შემდეგი ვარჯიშები: ჯდომით მდგომარეობაში, ნიკაპი მჭიდროდ უნდა ეხებოდეს იდაყვებზე დაყრდნობილ ორივე ხელის გულებს. ავადმყოფი ნიკაპით ძლიერად უნდა დააწვეს ხელის გულებს, შემდეგ კი პირიქით, ხელები - ნიკაპს. ამ ვარჯიშების შემდეგ თავი უნდა ვამოძრაოთ. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ. რაც შეეხება კისრისა და თავის წრიულ მოძრაობას, ასეთი ვარჯიშები, როგორც წესი, უნდა გამორიცხოთ.
დასაწყისში თითოეული ვარჯიში სრულდება 5-10-ჯერ დღეში, ხოლო შემდეგ, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაბამისად -20-30-ჯერ, დღეში ერთხელ ან ორჯერ.