» » » სისხლდენის და ნევროზის მკურნალობა კლიმაქტერულ პერიოდში

სისხლდენის და ნევროზის მკურნალობა კლიმაქტერულ პერიოდში

ქალის კლიმაქტერული პერიოდი იწყება 45-50 წლის ასაკში. ზოგჯერ უფრო ადრეც. ამ პერიოდში თანდათან წყდება მენსტრუაცია, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ფუნქცია ისპობა. ეს პერიოდი ზოგჯერ 10 წლამდე გრძელდება.
კლიმაქსის პერიოდში ქალს უჩნდება მრავალი უსიამოვნო შეგრძნებები: თავის ტკივილი, ალები, გაღიზიანებადობა, უძილობა, სისხლის წნევის მომატება. ეს სიმპტომები ხშირად 1-2 წელში გაივლის. ქალი კვლავ ჯანმრთელად გრძნობს თავს.
კლიმაქსის დროს ქალი უნდა მოერიდოს გადაღლას, ზედმეტ საკვებს, უნდა აიკრძალოს ალკოჰოლის, ჩაის, ყავის გამოყენება.

სისხლდენა კლიმაქსის პერიოდში

  • იღებენ 1 სუფრის კოვზ წიწმატურას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და მთლიანად სვამენ. ამ ნაყენს ღებულობენ სამკურნალოდ სისხლდენის შეჩერებამდე.

  • ჭინჭრის ნახარშის, ნაყენის ან საკვების სახით მიღება შველის სისხლდენებს მთელ ორგანუზმში.

    კლიმაქსური ნევროზები

  • იღებენ 2 სუფრის კოვზ თავშავას და ასხამენ თერმოსში. 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 3 მიღებაზე 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.

  • 10 გ თავშავას ბალახს ასხამენ 150 მლ 70 გრადუსიან სპირტს. აჩერებენ 7-10 სთ. ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ღებულობენ 30-40 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-4-ჯერ.
    თავშავას ნაყენი მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კლიმაქსის ორსულებისთვის.

  • 1-2 ს/კ სალბს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1-2 საათს.
    ხალხურ მედიცინაში სალბს იყენებენ უნაყოფობას, კლიმაქსური ჩივილების დროს.

  • მაყვლის კენკრა და მისი ჩაი კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა კლიმაქტერულ პერიოდში ნერვიული მოშლილობის დროს.

  • ავიღოთ 10 ლიმონი. დავჭრათ კანიანად, შევურიოთ 5 კვერცხის ნაჭუჭი. (დაფქვილი). დავუმატოთ 0,5 ლ არაყი. დავაყენოთ 5 დღე. მიიღება 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში.

  • ავიღოთ თანაბარწილად ასკილის ნაყოფი. კარგად ავურიოთ. სამ სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ სამი ჭიქა ადუღებული წყალი, დავაყოვნოთ ორ საათს თბილ ადგილას, გავწუროთ და მივიღოთ ნაყენი სამჯერ თითო ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 15 დღიანია.

  • მოვამზადოთ ნაყენი შემდეგი ბალახებისგან: 100 გრამი მატიტელა, 10 გრამი შვიტა, 30 გრამი ასისთავა, 50 გრამი მარწყვბალახა. დავასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დავლიოთ დღეში ერთი ჭიქა ყლუპ-ყლუპად. მკურნალობის კურსი 10-15 დღეა.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.