» » » აბაზანები, რომელიც ხელს უწყობს მარილების გამოყოფას. კლებულობს ტკივილი და სპაზმი, იხსნება ნერვული დაძაბულობა, დაღლილობა.

აბაზანები, რომელიც ხელს უწყობს მარილების გამოყოფას. კლებულობს ტკივილი და სპაზმი, იხსნება ნერვული დაძაბულობა, დაღლილობა.

ამ მხრივ ეფექტურია მარილგამომყვანი ბალახების აბაზანები. რეკომენდებულია მათი მონაცვლეობა დამამშვიდებელ აბაზანებთან. ასევე სასარგებლოა ზღვის მარილის, ტალახის და წყალმცენარეების აბაზანები.
საუნაც გარკვეულ როლს თამაშობს მარილების გამოყოფაში, ის ბუნებრივ გამწმენდ პროცედურას წარმოადგენს, რომლის დროსაც ორგანიზმი ოფთლან ერთად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან. გარდა ამისა გახურების დროს კლებულობს ტკივილი და სპაზმი, იხსნება ნერვული დაძაბულობა, დაღლილობა.
აბაზანები განსაკუთრებით კარგად მოქმედებს იმ ავადმყოფებზე, რომლებიც პოდაგრით არიან ავად.
აბაზანის ხანგრძლივობა და ტემპერატურა დამოკიდებულია ავადმყოფის განწყობილებაზე.

აბაზანის წინააღმდეგჩვენებაა:
  • დაავადების მწვავე პერიოდი, რომელსაც თან ახლავს ტემპერატურა, ტკივილი.

  • ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გამწვავება;

  • ტუბერკულოზი;

  • ონკოლოგიური დაავადებები;

  • ჰიპერტონია;

  • თრომბოზი და სისხლდენა.

სითხის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ოფლის გამოყოფის გაძლიერებას, რომლის დროს აბანოს სიმხურვალე უფრო ადვილი ასატანია. სპირტიანი სასმელები ამ დროს გამორიცხულია. უმჯობესია მინერალური წყალი, ნახარშები და ოფლმდენი ჩაი: 1 ს/კ მოცვის ფოთოლს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ ნაყენი. მივიღოთ აბანოს პროცედურების დროს 1 ს/კ 3-ჯერ. ასკილის ძირების ნახარში ( აბანოში ყოფნის პერიოდში დავლიოთ როგორც ჩაი). წყლის იელის ოფლმდენი ჩაი: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 250 მლ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 15 წთ და შემდეგ გამოვიყენოთ დასაზელად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.