ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია პოდაგრით გამოწვეული ტკივილი, დამეთანხმება, რომ ის საშინლად მტანჯველია. დიდი ხანია ეს დაავადება მაწუხებს, უკვე სახსრებიც დეფორმირებული მაქვს. ნათესავმა, რომელმაც ამავე დაავადებით იტანჯება, ეს აბაზანები მირჩია. უნდა გითხრათ, რომ ტკივილებიც დამიცხრა და ის კოჟრებიც გაიწოვა, ხელ-ფეხზე პერიოდულად რომ მიჩნდებოდა.
- აიღეთ 50 გრამიანი კოლოფი სალბი, დაასხით 6 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთს. როდესაც ხსნარი იმ ტემპერატურამდე გაგრილდება, რომელსაც გაუძლებთ, შეგიძლიათ, ამ ნახარშის აბაზანა მიიღოთ. პროცედურის ხანგრძლივობა დაახლოებით ნახევარი საათია. აბაზანაში ჩაწოლამდე 1 ლიტრი ნახარში ცალკე ჭურჭელში გადაასხით და ცხელი შეინახეთ, რათა დროდადრო ჩაამატოთ აბაზანაში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. აბაზანის შემდეგ ჩაიცვით თბილი წინდები და ხელთათმანები და დაწექით. ყურადღებით იყავით, რომ ამ პროცედურის შემდეგ არ გაცივდეთ. აჯობებს, თუ მას ძილის წინ ჩაიტარებთ.