» » » ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში წამლებთან ერთად ვსვამდი ელექსირს, რომელმაც ძალიან მიშველა

ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში წამლებთან ერთად ვსვამდი ელექსირს, რომელმაც ძალიან მიშველა

ინფარქტის შემდეგ ხშირია შესიება. ექიმი, რასაკვირველია, საამისო პრეპარატებს ნიშნავს. თუ იგი ნებას დაგრთავთ, სცადეთ ნაწილი შარდმდენი საშუალებებისა შეცვალოთ სამკურნალო ბალახებით, ოღონდ ძალზე ფხიზლად ადევნეთ თვალი საკუთარ მდგომარეობას. თუ შესიებამ არ უკან დაიხია, ისევ წამლებს მიმართეთ, ან სხვა ბალახები სცადეთ. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  • ერთმანეთში აურიეთ 2 წილი მინდვრის შვიტა და 5 წილი კუნელის ყვავილი. 2 სუფრის კოვზი ამ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში ორჯერ.

  • საერთოდ მინდვრის შვიტა შესიების საწინააღმდეგო ტრადიციული საშუალებაა და ეფექტურია გულით გამოწვეული შესიების დროსაც. 4 ჩაის კოვზ შვიტას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით გააჩერეთ, გაწურეთ და ერთი დღის მანძილზე დალიეთ მთელი ულუფა. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა. თირკმლის მწვავე ანთების დროს შვიტის გამოყენება იკრძალება.

  • შესიებას კარგად შველის სელის თესლი. ერთი ჭიქა მდუღარე წყალი უნდა დაასხათ 1 სუფრის კოვზ სელის თესლს და დაბალ ცეცხლზე ადუღოთ 5 წუთი. შემდეგ 1 საათი გააჩერეთ. მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 5 დღის მანძილზე.

    გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს

    ინფარქტის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში წამლებთან ერთად ვსვამდი ელექსირს. რომელმაც ძალიან მიშველა. ძალ-ღონე აღმიდგინა. მხნეობა შემმატა.

  • 0,5 კგ მაისის თაფლს დაასხით 0,5 ლიტრი 70 პროცენტიანი სპირტი და ნელ ცეცხლზე გააცხელეთ (სულ უნდა ურიოთ. სანამ თეთრი ქაფით დაიფარება). გადმოდგით და დააცადეთ. შემდეგ აიღეთ თითო სუფრის კოვზი შემდები ბალახები: შავბალახა, მატიტელა, ბერულა, გვირილის ყვავილი, ვალერიანის ძირები და კუნელის ნაყოფი. ჩაყარეთ თერმოსში. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 2 საათის შემდეგ გადაწურეთ. ამ ნარევს შეურიეთ მომზადებული თაფლის სპირტი.
    დალევის წესი: პირველი კვირა - თითო ჩაის კოვზი დილა-საღამოს, მეორე კვირიდან - თითო სუფრის კოვზი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.