მედიკამენტოზური მკურნალობა
მარტივი ტოქსიკური ჩიყვის მკურნალობა კომპლექსურია. აუცილებელია გარკვეული დიეტის დაცვა. კვებით რაციონში უნდა შედიოდეს დიდი რაოდენობით ცილები. ზოგიერთი პროდუქტი, ისეთი როგორიცაა: არაქისი, ბოლოკი, ყვავილოვანი კომბოსტო, ლობიო - ხელს უწყობს არატოქსიკური ჩიყვის განვითარებას, ამიტომ ისინი რაციონიდან უნდა გამოვრიცხოთ.
მედიკამენტოზური მკურნალობა ხდება სინთეთიური ჰორმონებით - თიროქსინითა და თირეოტომით. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და საკმარისად ითვლება იმ შემთხვევაში, როცა ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება, ანუ ხდება ფარისებრი ჯირკვლის სიდიდეში შემცირება, იკლებს წონა, ნორმალიზდება არტერიული წნევა და პულსი, სისხლში ჰორმონების რაოდენობა ოპტიმალური ხდება.
ხალხური საშუალებები
ხალხური მედიცინა გვთავაზობს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც დამზადებულია კურდღლისცოცხასა და ცეცხლეკალასგან.
კურდღლისცოცხას ნახარში რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას და ორგანიზმის გამოფიტვისას. ცეცხლეკალას ნახარში და ნაყენი ჩიყვის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად ითვლება. მათი მიღება შეიძლება არა მხოლოდ მარტივი არატოქსიკური ჩიყვის, არამედ დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის შემთხვევაშიც.
კურდღლისცოცხას ნაყენი
1 ს/კ კურდღლისცოცხას დაქუცმაცებული მწვანე ტოტებს დავასხათ 200 გრ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 სთ-ით და გავწუროთ.
მივიღოთ 2 - 3 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 14 დღეა.
კურდღლისცოცხას ნახარში
2 ს/კ კურდღლისცოცხას მწვანე დაქუცმაცებულ ტოტებს დავასხათ 500 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ წყლის აბაზანაზე თავღია, სანამ სითხის 2/3 ამოშრება. ნახარში გავწუროთ და მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 14 დღეა.
ცეცხლეკალას ნაყენი
1 ს/კ ცეცხლეკალას დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ ბნელ ადგილას 1 სთ-ით, გავწუროთ. მივიღოთ 1 ჭიქა 1 ჩ/კ თაფლთან ერთად (შეიძლება თაფლის გარეშეც) 3-ჯერ, ჭამის წინ.
ცეცხლეკალას ნაყენი
2 ს/კ ცეცხლეკალას დავასხათ 500 მლ არაყი, დავაყენოთ 10 დღე, გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჩ/კ ნახევარ ჭიქა ცხელ წყალთან ან რძესთან ერთად 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ცეცხლეკალასგან სამკურნალო საშუალებების მომზადებისას უნდა გამოიყენოთ მცენარის ყველა ნაწილი.