» » » ახლობელმა ისეთი ფიტოჩაი მირჩია, რომლითაც შესაძლებელია ჰორმონალური დარღვევების აღდგენა და შაკიკის შეტევების შემცირებაც.

ახლობელმა ისეთი ფიტოჩაი მირჩია, რომლითაც შესაძლებელია ჰორმონალური დარღვევების აღდგენა და შაკიკის შეტევების შემცირებაც.

შაკიკით ახალგაზრდა ასაკიდან ვიტანჯები - როგორც კი მენსტრუალური ციკლი დამეწყო. შეტევები ყოველთვის დაკავშირებულია მენსტრუაციასთან. ასეთი შაკიკი ცნობილია, როგორც ქალების შაკიკი, რადგან ის დაკავშირებულია ქალებში არსებულ ჰორმონალურ ცვლილებებთან. საკვირველია, რომ ორსულობის დროს თავი არასდროს მტკენია. ანალგეტიკები ტკივილს ნაკლებად მიყუჩებდა. გარდა ამისა სხვა საშუალებებსაც მივმართავდი - საფეთქლებზე მენთოლის ზეთის წასმა, მაგარი ჩაი, ვალერიანი. მიუხედავად ამისა ამ დღეებში თავს მაინც ცუდად ვგრძნობდი. სრულიად შემთხვევით მირჩიეს ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებიც გავლენას ახდენენ ქალის ჰორმონების გამომუშავებაზე. თუ მისგან მომზადებულ პრეპარატებს მენსტრუალური ციკლის გარკვეულ პერიოდებში მივიღებთ შესაძლებელია ჰორმონალური დარღვევების აღდგენა და შაკიკის შეტევების შემცირებაც. ასეთია 2 სახის ფიტოჩაი, რომელიც მონაცვლეობით უნდა მივიღოთ მენსტრუალური ციკლის დღეებიდან გამომდინარე.

ფიტოჩაი N1 ( ესტროგენული). ენიშნებათ ქალებს მენსტრუალური ციკლის პირველ ნახევარში. შემადგენლობა: 2 წილი სალბი, ბადრანგი, 0,2 წილი ნაცარქათამა, სვია, ტირიფი. 0,3 წილი სამყურა. 0,5 წილი იონჯა. 0,1 წილი უკვდავა. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ თერმოსში 8-10 სთ. მივიღოთ 1 ჭ დილით და საღამოს მენსტრუალური ციკლის პირველი დღიდან 10 დღის ჩათვლით. მიღების კურსი 2-3 და მეტი თვე.

ფიტოჩაი N2 (პროჟესტერონის) ფიტოჩაის მიღება ნაჩვენებია მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში. შემადგენლობა: 0,5 წილი ძირტკბილა და ანგელოზა, 0,2 წილი შვიტა, 0,3 წილი შავბალახა და ხეპილპილა, 1 წილი ჩვეულებრივი მატიტელა და თხაწართხალა, 2 წილი ჭინჭარი და ბადრანგი, 0,1 წილი უკვდავა. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ 0,5 მდუღარე წყალი. დავაყენოთ თერმოსში 8-10 სთ. მივიღოთ 1 ჭ დილით და საღამოს მენსტრუალური ციკლის მე-11 დღიდან 28-ე დღის ჩათვლით. მკურნალობის კურსი 2-3 და მეტი თვე.

შეიძლება დავამატოთ ისეთი ბალახების ნაყენი, რომლებიც სისხლის გამათხელებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით ხასიათდებიან - ტირიფის ქერქის ნახარში (1 ს/კ ერთ ჭიქა წყალზე პროპორციით).

აღნიშნული ნახარშის მიღება რეკომენდებულია შეტევის პერიოდში - 1/4 ჭ 2-ჯერ დღეში. კარგია აგრეთვე წაბლის ნაყენი - 10 წვ დღეში დღეში 2-ჯერ.

სპეციალისტის კომენტარი:
ქალის ფიტოჩაი არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, ხელს უშლის შაკიკის შეტევის განვითარებას, ამცირებს თავის ტკივილს შეტევისას. დისჰორმონალური დარღვევებისას და მასთან დაკავშირებული შაკიკის შეტევისას მკურნალობის კურსი 4-6 თვეა.
ტირიფის ქერქი შეიცავს ბუნებრივ ასპირინს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას და ტკივილის მოხსნას.
წაბლი ცნობილია სისხლის გამათხელებელი თვისებებით. ამის გამო აუმჯობესებს ტვინის სისხლით მომარაგებას.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.