XVIII საუკუნეში კონცეფცია შეიცვალა და ტუჩზე ხალს ვნებიანი ბუნების ნიშნად თვლიდნენ. ქალები, რომელთაც ვნების ნიშნები არ ჰქონდათ, იყენებდნენ მიწებებულ ხალს: შავი ფირფიტის ნაჭერი ან ხავერდი, მათ სახეზე, მკერდსა და მხარზე ხალის სახით იკრავდნენ.
ევროპაში მისამაგრებელ ხალებს არა მხოლოდ მაკიაჟის ნივთებად თვლიდნენ, არამედ ურთიერთობის და ფლირტის საშუალებად. ზედა ტუჩზე მიმაგრებული ხალი ითვლებოდა, რომ ის თავისუფალია ურთიერთობისთვის, ხოლო მარჯვენა ლოყაზე კი იმას ნიშნავდა, რომ ქალი გათხოვილია.
დღეს ხალი მელომანთან ასოცირდება - ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული კანის კიბოს სახეობასთან. სწორედ ამით აიხსნება მასზე მოჭარბებული ინტერესი, ასევე ბევრი მითის გაჩენაც.
რას ნიშნავს ხალი
ხალი (ნევუსი) - ყავისფერი ან მუქი-ყავისფერი ფერის პიგმენტური წამონაზარდია, რომელიც მელანოციტების უჯრედებს შეიცავს.
მელანოციტის მთავარია ფუნქცია არის დაცვა. ის კანის ზედაპირს და მთელ ორგანიზმს ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. მელანოციტიდან წარმოქმნილი მელანინის პიგმენტი, ბარიერს ქმნის.
ორგანიზმის ნორმალური მუშაობის და მზის პირდაპირ სხივების ქვეშ ზომიერად ყოფნის შემთხვევაში ადამიანის სხეულზე რუჯი იქმნება. გარკვეულ ვითარებაში კი ორგანიზმში რღვევა ხდება, რის გამოც მელანინი არათანაბრად წარმოიქმნება, რაც პიგმენტური ლაქის გაჩენას ხელს უქმნის.
მელანოციტი შეიძლება კანის სხვადასხვა ფენაში დაგროვდეს და როგორც დადებით თვისებიანი სიმსივნის (ნევუსი), ასევე ავთვისებიანი სიმსივნის (მელანომა) წყარო გახდეს. ასე რომ, ხალები (ნევუსი) - თავისი არსით, დადებით თვისებიანი კანის წამონაზარდია.
ახალი ხალის გაჩენაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.
ხალების გაჩენის ფაქტორები
1. ულტრაიისფერი გამოსხივება (ბევრი მზე ან სოლიარუმში ვიზიტი - უფრო მეტი პიგმენტური ლაქა).
2. ჰორმონების დონე - განსაკუთრებით მოზარდობის, ორსულობის და მენოპაუზის პერიოდში.
3. ჰორმონალური მედიკამენტების მიღება - მაგ., კონტრაცევპტები.
4. კანის დაავადება, მათ შორის ალერგიული გამოვლენა.
ყველა ნევუსი ერთნაირად უვნებელი არაა. ექიმები ცალკე კატეგორიად გამოყოფენ ე.წ დისპლასტიკურ ნევუსს, ზოგჯერ მას ატიპიურს უწოდებენ. ამ სახეობის ნევუსი კანის კიბოს ჯერ კიდევ არ წარმოადგენს, მაგრამ მათზე ყურადღების მიქცევა ღირს. თუ ადამიანს სხეულზე 5 დისპლასტიკური ნევუსი აქვს, კანის კიბოს განვითარების რისკი 10-ჯერ იზრდება.
თუ ასეთი "ბედნიერება" სხეულზე ბევრი გაქვთ, ონკოლოგთან კონსულტაციაზე აუცილებლად მიდით. დათვალიერების გარდა, კონსულტაციის დროს დერმატოსკოპია ხდება - რომელიც ზუსტი და საიმედო მეთოდია კანის წამონაზარდების დიაგნოზის დასასმელად.
დერმატოსკოპის წყალობით ხალის სტრუქტურის კვლევა ხდება, მისი სიმეტრია, ფერი, რაც წინასწარი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. სპეციალისტები უკეთ დასამახსოვრებლად ხშირად შემოკლებებს იყენებენ. ხალის სამედიცინო შემოწმების შემთხვევაში ესაა აკორდი: ასიმეტრია, კუთხეები, სისხლდენა, ფერი, ზომა და დინამიკა.
ხალზე, რუჯსა და მელანომაზე ბევრი მითი არის გავრცელებული, რომლებისაც ბევრ ადამიანს სჯერა. ერთნი ამბობენ, რომ ადამიანი, ვისაც ბევრი ხალი აქვს ბედნიერია. სხვები განგაშს ტეხენ, მაშინ როცა ჩვეულებრივი ხალი ზრდას იწყებს და გარეგნობას იცვლის. ზოგი კი წამონაზარდებს არ ეხება, რადგან სერიოზული დაავადების ეშინია.