» » » ბუნებრივი ანტიდეპრესანტები, რომელიც დაგეხმარებათ დაძაბულობისა და სტრესის დროს...

ბუნებრივი ანტიდეპრესანტები, რომელიც დაგეხმარებათ დაძაბულობისა და სტრესის დროს...

თუ თქვენ თავს გრძნობთ აღგზნებულად და დაძაბულად, იფიქრეთ იმაზე, რომ შეავსოთ C ვიტამინი (ასკილი, ციტრუსები, მწვანე ბოსტნეული და ხილი). იგი შეამცირებს სტრესის ჰორმონის გამოყოფას. თქვენთვის ასევე აუცილებელია იოდი (თევზი, ზღვის პროდუქტები, ღვიძლი), რომელიც ამაღლებს იმუნიტეტის ფსიქოლოგიური პრობლემების მიმართ.

საჭირო იქნება ასევე ამინომჟავები: ტრიფტოფანი (რძის პროდუქტები) და ფენილალპნინი (პარკოსნები, თხილი, პომიდორი, თევზი, ყველი და ხაჭო). ისინი ხელს უწყობენ სიამოვნების ჰორმონის გამომუშავებას და ანელებენ მათ დაშლას.
პროდუქტებს შორის, რომლებიც ითვლებიან რეკორდსმენად დეპრესიასთან ბრძოლაში შედის სანელებლებისა და საკმაზების ჯგუფი. მაგალითად, მწარე წიწაკა შეიცავს კაპსაცინსა და პიპერინს - ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენზე ემოციონალური გავლენის მოხდენა. ისინი თრგუნავენ ტკივილის შეგრძნებას, აიძულებენ ტვინს გამოიმუშავოს ოპიატი - ნივთიერება, რომელიც მცირე დოზით და ბუნებრივი ფორმით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ დამღუპველია ნარკოტიკული პრეპარატების სახით.

ყველსათვის ცნობილია ოხრახუში შეიცავს მულტივიტამინურ ნივთიერებას აპიოლს და C ვიტამინს, რომელთა წყალობით იგი ასევე ითვლება ნატურალურ ანტიდეპრესანტად. ძველ რომში მას უწოდებდნენ სიმამაცის ბალახს და აძლევდნენ გლადიატორებს ბრძოლის წინ, თვლიდნენ, რომ იგი ადამიანს მატებს ძალას.
ხოლო ძველ ეგვიპტეში უპირატესობას ანიჭებდნენ დარიჩინს. მას უმატებდნენ სხვადასხვა საჭმელს. დარიჩინს არა მხოლოდ სასიამოვნო არომატი აქვს, არამედ აძლიერებს დადებით ემოციებს.

ხახვი კი საერთოდ ითვლება ასპირინის საუკეთესო შემცველად. ეთერის ზეთი ალიკინი, რომელსაც ის შეიცავს, შეიძლება ჩაითვალოს არა ნაკლებ ქმედითად, ვინემ ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი აბები. უძველეს დროში თავის ტკივილის და სხეულში მტვრევის სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა ცხელი ხახვის წვენი. იგი ასევე ორგანიზმზე მომადუნებელი ზემოქმედების საშუალებად ითვლებოდა სტრესის დროს.
ნერვული სისტემისთვის ნამდვილ ბალზამად მიაჩნიათ მცენარეული ზეთი. თუ ვინმე მუდმივად ყვირის და აღგზნებულია უსაფუძვლოდ, შეიძლება მის დიეტაში საკმარისი რაოდენობით არ არის სწორედ მცენარეული წარმოშობის ზეთები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.