» » » კენკრის ნაყენი "ოთხი ოთხზე": ნაყენის ქილის გადმობრუნება არ დაგავიწყდეთ

კენკრის ნაყენი "ოთხი ოთხზე": ნაყენის ქილის გადმობრუნება არ დაგავიწყდეთ

ტკბილი და გემრიელი კენკრის ნაყენი, რომელიც მთელი ზაფხული დაგროვებულ წვენს იწოვს, ალკოჰოლი აღარ არის, არამედ სახლში მომზადებული გემრიელი დახვეწილი სასმელი. 



ნაყენის რეცეპტი ყველას თავისებური აქვს, მაგრამ ეს თავისი სიმარტივით ნამდვილად გენიალურია: 4 ჭიქა შაქარი, 4 ჭიქა წყალი, 4 ჭიქა კენკრა, 4 ჭიქა არაყი. მის დავიწყებას სურვილიც რომ გქონდეთ, ვერ მოახერხებთ!



მარტივი მომზადების მიუხედავად, სასმელი ნებისმიერ კომპანიას გულს გაუხარებს. ის თვალსაც ახარებს, გემოს რეცეპტორებსაც სიამოვნებს და რაც მთავარია, რაც არ უნდა ბევრი დალიოთ, დილით კიტრივით ახალივითაა. 

​კენკრის ნაყენი

ინგრედიენტები

  • 4 ჭიქა შაქარი

  • 4 ჭიქა კენკრა

  • 4 ჭიქა წყალი

  • 4 ჭიქა არაყი


მომზადება

1. შაქარს თბილი მდუღარე წყალი დაასხით, რომ ფსკერზე კი არ დაილექოს, არამედ თანაბრად გაიხსნას. 

2. წყალს გარეცხილი და გასუფთავებული კენკრა დაუმატეთ. 



3. ახლა არაყი დაამატეთ და მოთმინებით დაელოდეთ. 



4. სითხე მინის ქილაში გადაიტანეთ, კაპრონის თავსახური დაახურეთ და ბნელ ოთახში შეინახეთ. ბებია ყოველთვის აბრუნებდა, მაგრამ ვფიქრობ ამის აუცილებლობა არ არის: ღვინისგან განსხვავებით არ დუღილის პროცესი არ მიდის. 

5. მოთმინება 10 დღით უნდა იქონიოთ. უმჯობესია 2 კვირა. ძველად თვლიდნენ, რომ ნაყენი იმდენ ხანს უნდა გააჩეროთ, სანამ ნაყენი მინას არ მიეკვრება და ნათელ კვალს არ დატოვებს. 

6. ამ დროის განმავლობაში ხილი ფერს, არომატს და წვენს გაგვიზიარებს და ძირზე დაილექება. ფრთხილად იყავით, ნალექი რომ არ გამოგყვეთ ​წყალივით გამჭირვალე ნაყენი სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. 



7. ნაყენი მინის ბოთლებში გადაანაწილეთ. 



ასეთი ნაყენი ნებისმიერი კენკრით გემრიელი გამოვა, მაგრამ სასურველია რომ ის რბილი და წვნიანი იყოს. საბოლოოდ ასეთი სასმელის სიძლიერე 18-22 გრადუსი იქნება, რაც კენკრაზე არის დამოკიდებული. 

ჭნავის უფრო რბილი გამოვა, ხოლო ალუბლის უფრო ძლიერი. არაყის ნაცვლად შეგიძლიათ სპირტი ან კარგად გაწმენდილი სახლის სამოგონი გამოიყენოთ. პროპორციები იგივე უნდა დარჩეს, მაგრამ გრადუსი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.