» » » ვისაც სუსტი კუჭ-ნაწლავი აქვს და ხშირად აწუხებს ფაღარათი, სასურველია მაცივარში მუდამ ედგას მოცვის ნაყენი

ვისაც სუსტი კუჭ-ნაწლავი აქვს და ხშირად აწუხებს ფაღარათი, სასურველია მაცივარში მუდამ ედგას მოცვის ნაყენი

მკითხველი გვწერს, რომ ძალიან სუსტი კუჭ-ნაწლავი აქვს და ხშირად აწუხებს ფაღარათი. მისი თქმით, მაცივარში მუდამ უდგას მოცვის ნაყენი, რომელსაც ასეთ დროს იღებს და შედეგით კმაყოფილია. გთავაზობთ მის რეცეპტებს:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ხმელი მოცვი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 0,5 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.

  • აიღეთ 3 სადილის კოვზი ჟოლოს ნაყოფი ან ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. დალიეთ დღეში 4-ჯერ 1/2-1/2 ჭიქა.

  • მოზრდილებისა და ბავშვებისათვის (5 წლის ზემოთ) ფაღარათის საწინააღმდეგოდ რეკომენდებულია დაფქვილი "კუტი კულას" - ქათმის კუჭის შიგნითა გარსის მიღება. ამისათვის, სასურველია, გარსი წინასწარ გქონდეთ მომზადებული. ის ნაზად უნდა მოაცილოთ ქათმის კუჭს, კარგად გარეცხოთ და გააშროთ (გაახმოთ). გამოყენების წინ ქვასანაყში დანაყოთ და ფხვნილის სახით მიიღოთ 2-ჯერ დღეში თბილი წყლის მიყოლებით.

  • სასურველია ოჯახში გქონდეთ წინასწარ მომზადებული შოთხვის ნაყენი, რომელსაც ფაღარათის დროს გამოიყენებთ.
    აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შოთხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. ფაღარათის დროს მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.

  • სასარგებლოა მოცვის ნაყენის მიღებაც. მოცვის ნაყოფს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, ცოტა ხანს გააჩეროთ ჩაის ნაყენის მსგავსად და შემდეგ მიირთვათ.

  • კარგი საშუალებაა ფაღარათის დროს ცირცელის ახალგამოწურული წვენი - დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა/

  • მუხის ქერქის ნაყენი მხოლოდ მოზრდილებისათვის (ბავშვებს ნუ დაალევინებთ) - აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიირთვით ყლუპ-ყლუპად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.