» » "ალო, გამარჯობა!" ყველამ, ვინც ყოველთვის მობილურზე ლაპარაკობს, აუცილებლად უნდა იცოდეს.

"ალო, გამარჯობა!" ყველამ, ვინც ყოველთვის მობილურზე ლაპარაკობს, აუცილებლად უნდა იცოდეს.

თუ 20 წლის ასაკში ტელეფონი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, რომელიც მხოლოდ საქმიანი ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი, დღეს ჩვეულებრივ აუცილებლობად იქცა. კარგად აღჭურვილი სმარტფონები არა მხოლოდ მდიდარ ბიზნესმენებს, არამედ ჩვეულებრივ სკოლის მოსწავლეებსაც აქვთ, რომლებმაც ჯერ გამრავლების ცხრილიც კი არ იციან. 

თუ ფიჭური ტელეფონის გამოჩენისას ცოცხალ ორგანიზმზე პორტაბელური მოწყობილობის ცუდ გავლენაზე საუბრობდნენ, ახლა ამის შესახებ გაფრთხილებას ყვირიან. დღეს "რჩევების" რედაქცია შეეცდება გაარკვიოს, ასე არის თუ არა სმარტფონი ისეთი ზიანის მომტანი, როგორც მასზე საუბრობენ. 



ტელეფონის ზიანი

მობილური ტელეფონის ზიანს საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციები იკვლევენ. აშშ-ს ონკოლოგიის ეროვნულმა ინსტიტუტმა სამი მთავარი მიზეზი გამოყო, რომელიც გვაიძულებს "მობილურის" შეგვეშინდეს. 



1. ნებისმიერი მოქმედი მოწყობილობიდან რადიო სიგნალი გამოდის, რომელიც თავის ბუნებით ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ზიანს აყენებს. 

2. მომხმარებლის რაოდენობა მუდმივად იზრდება, რომელიც ისედაც დიდ ელექტრომაგნიტურ ფონს ზრდის, რაც თითოეულ ადამიანზე გავლენას ახდენს. 

3. კავშირის მიღების ადგილები იზრდება, შედეგად ზარების ხანგრძლივობა და რაოდენობა იზრდება. გაუმჯობესებული სმარტფონები ადამიანებს მათი ხშირად გამოყენების მოტივაციას უჩენს, რაც ორგანიზმს კიდევ უფრო მეტად ტვირთავს. 



და მაინც, ბევრი მეცნიერი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მობილურის ხშირი გამოყენება კიბოს იწვევს. ნამდვილად, საუბრის პროცესი, როცა ტელეფონს ყურთან იდებთ, რადიაცია ისე გამოდის რომ ტელეფონთან ახლოს მდებარე ქსოვილი ხურდება. 

თუმცა ტემპერატურის ასეთ მატებასა და სიმსივნეს შორის პირდაპირი კავშირი ჯერ არ აღმოუჩენიათ. ხოლო თუ ადამიანი ყურსასმენს იყენებს და ხმამაღალ რეჟიმზე საუბრობს, რადიაცია მასზე თითქმის არ მოქმედებს. 



არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ტელეფონის სასარგებლოდ ნამდვილად არ ლაპარაკობენ:

1. მიკრობები

არ არსებობს ადამიანი, რომელიც მობილური ყოველი გამოყენების შემდეგ ხელებს იბანს. სწორედ ამის გამო ტელეფონი ბევრი მიკრობის და მათ შორის ნაწლავური ჩხირების საცხოვრებელია. ხელები ამიტომ ყოველთვის სუფთა უნდა გქონდეს, როგორც ტელეფონი. სუფთა ქსოვილით ან სალფეთქით ხშირად გაწმინდეთ. 

2. უბედური შემთხვევები

სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ აშშ-ს გზებზე ყოველდღიურად უყურადღებობის გამო დაახლოებით 10 ადამიანი იღუპება, 1000-ზე მეტი სხვადასხვა სირთულის ტრავმას ღებულობს. ტელეფონზე მიწერ-მოწერა და საუბარი - ამ უბედურების მთავარი მიზეზია. 

სხვა ქვეყნებში სიტუაცია ბევრად უკეთ არ არის. ტელეფონზე გართობით, მძღოლი კონცენტრაციის უნარს კარგავს, რასაც სავალალო შედეგი მოჰყვება. 



3. თვალის გადაღლა

მობილური ტელეფონის ​ყველა აქტიური მომხმარებელი თვალის დაღლას გრძნობს. რა უნდა ვთქვათ ბავშვებსა და მოზარდებზე, რომლებიც მზად არიან ძილზე უარი თქვან და პატარა ეკრანს დიდხანს უყურონ? 

კაშკაშა ფერი თვალს მალე ღლის. ეკრანის გამოსახულება კარგად რომ დავინახოთ, გაუცნობიერებად თვალის კუნთს უფრო ვტვირთავთ. სწორედ ამის გამო თვალები იღლება და გრძნობთ ტკივილს. 



ამასთან, სმარტფონი ძილის ხარისხზე ცუდ გავლენას ახდენს, რასაც თან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც თან ახლავს. ხოლო ტელეფონის ლოგინთან დატენვის სულელური ჩვევა, ზიანს მხოლოდ აძლიერებს. 

საშიში არის თუ არა ტელეფონი? ამ კითხვაზე პასუხი ყველამ თავად უნდა გასცეს. სანამ ადამიანის ორგანიზმზე ელექტრონული გამოსხივების შესაძლო ზიანის შესახებ დისკუსიები მიდის, ჩვენ პორტატული მოწყობილობის საფრთხეს ნამდვილად ვხედავთ. სწორედ ამიტომ, მობილური ტელეფონები გონივრულად უნდა გამოიყენოთ, ახალი ტექნოლოგიის მონა არ უნდა გახდეთ. 

თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ სმარტფონს?

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.