ნამცხვარი ფქვილის გარეშე
წიწიბურას ბურღული ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მას მარცვლეულის დედოფალს ტყუილად არ უწოდებენ. მის შემადგენლობაში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და სრულყოფილი ცილები არის, რომლებიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. წიწიბურას კალორიულობა - 100 გრ მარცვლეულზე 313 კილოკალორიააა, ხოლო 100 გრ ფაფაზე მხოლოდ 132 კკლ. დიეტოლოგები წიწიბურას მიღებას სრულყოფილი ცილის და დაბალ კალორიული დიეტური პროდუქტის სახით გვირჩევენ.
წიწიბურით არა მხოლოდ ფაფა და წვნიანი შეგიძლიათ გააკეთოთ. "რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ გემრიელი დიეტური პეჩენია! არომატული და უჩვეულო, ის პეჩენიების ყველა მოყვარულს მოეწონება.
თუ ფქვილის გარეშე კარგ რეცეპტს ეძებთ, გილოცავთ, თქვენ იპოვეთ! ამისთვის თქვენ წიწიბურა ყავის საფქვავში დაფქვით, ან მაღაზიაში მზა წიწიბურას ფქვილი იყიდეთ.
ინგრედიენტები
- 100 გრ წიწიბურას ბურღული
- 2 საშუალო ზომის ვაშლი
- 10 გრ ჭვავის ქატო ან შვრიის ფანტელი (სწრაფი მომზადების)
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 0.5 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
- 100 მლ სქელი კეფირი ან ჩუმა-მაწონი
- მწიკვი დაფქვილი ილი
- 1 ს/კ სეზამი (შეგიძლიათ თხილი)
მომზადება
1. ყავის საფქვავში წიწიბურას კრუპი დაფქვით, რომ ფქვილის მსგავსი მასა მიიღოთ და თუ საჭიროა გაცერით. საშუალო ზომის სახეხზე გახეხილი ვაშლი დაუმატეთ.
2. ნარევი სხვა ინგრედიენტებს აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ცელოფნის პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.
3. თუ ცომი 30 წუთის შემდეგ ძალიან თხევადი გახდა, ცოტა წიწიბურას ფქვილი დაუმატეთ. თუ მშრალი გახდა - კეფირი დაუმატეთ.
4. ცომისგან პატარა მრგვალი ულუფები გააკეთეთ და პირდაპირ საცხობ ფორმაზე დადეთ. შეგიძლიათ პეჩენიას ფორმები გამოიყენოთ.
5. ღუმელი 150 გრადუსამდე გააცხელეთ და პეჩენია 30-40 წუთით აცხვეთ. შემდეგ გააგრილეთ. გემრიელად მიირთვით!
სასარგებლო საკვები წიწიბურას პეჩენია ფქვილის გარეშე შეიძლება იყოს. მათი მომზადება რთული არ არის, მშრალი ხილის წყალობით გემოს ექსპერიმენტების ჩატარება შეგიძლიათ.
სასარგებლო წიწიბურას პეჩენია შიშის გარეშე შეგიძლიათ ბავშვებს მისცეთ. ეს შესანიშნავი საბავშვო დესერტის იდეაა!
დაწერეთ კომენტარებში, მოგიმზადებიათ კი ოდესმე წიწიბურას პეჩენია და შედეგი თუ მოგეწონათ.