» » » ასეთ წიწიბურას სიამოვნებით შეჭამს ისიც, ვისაც არ უყვარს! პირადად მაქვს გამოცდილი. 

ასეთ წიწიბურას სიამოვნებით შეჭამს ისიც, ვისაც არ უყვარს! პირადად მაქვს გამოცდილი. 

იაფი, ნოყიერი და სასარგებლო წიწიბურა ჩვენ სუფრაზე მტკიცედ დამკვიდრდა. ერთადერთი ნაკლი გადაძღომა არის, მაგრამ ეს საქმე გამოსწორებადია!



სცადეთ წიწიბურა "რჩევების" რედაქციის რეცეპტით მოამზადოთ და ოჯახის წევრებს არაჩვეულებრივად გემრიელი კერძით გაახარებთ. შემოწმებულია: ასეთ წიწიბურას სიამოვნებით შეჭამს ისიც კი, ვისაც არ უყვარს!

წიწიბურას ბურღული ფარშით 

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორცის ფარში

  • 150 გრ წიწიბურას ბურღული

  • 1 თავი ხახვი

  • 1 სტაფილო

  • 2 კბილი ნიორი

  • 2 ს/კ ტომატის პასტა

  • 2-3 ს/კ მცენარეული ზეთი 
    დაფნის ფოთოლი გემოვნებით


მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ წიწიბურა ტაფაზე, წინასწარ მცენარეული ზეთი წაუსვით.



  2. წვრილად დაჭერით ხახვი, ფარშთან და გახეხილ სტაფილოსთან ერთად შეწვით.



  3. ბოსტნეულს ტომატის პასტა დაამატეთ და კარგად აურიეთ. 



  4. ამის შემდეგ წიწიბურა დაუმატეთ და მდუღარე წყალი დაასხით ისე, რომ წყალმა წიწიბურა მსუბუქად დაფაროს. 



  5. მოაყარეთ წიწაკა, მარილი და თავსახურ დახურული ნელ ცეცხლზე ადუღეთ. 



  6. მზა წიწიბურას ნიორი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი და მწვანილიც დაუმატოთ. 



  7. წიწიბურა მზადაა. გემრიელად მიირთვით! რეცეპტი მეგობრებს აუცილებლად აჩვენეთ, ისინი აღფრთოვანებულები იქნებიან!


პროცესი ფლავის მომზადებას მოგაგონებთ. ფაფა ფხვიერი, ხოლო ხორცი რბილი და წვნიანი გამოდის. ეს არომატული, გემრიელი და ძალიან ნოყიერი კერძის სადღესასწაულო სუფრაზე გატანის არ შეგრცხვებათ. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.