მთელი ამ იდილიის დარღვევა კოღოს შეუძლია, რომლის სისხლის მწეველობაც იშვიათად რომ ვინმეს მოეწონოს, ხოლო პატარა ბავშვებისთვის შეიძლება ნამდვილი კოშმარი იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება რეპელენტების გამოყენება, მაგრამ ხშირად ისინი არა მხოლოდ კოღოებს აზიანებენ.
რეპელენტების შემადგენლობაში ამა თუ იმ დოზით ტოქსიკური ნივთიერებები - დიეთილტოლუამიდი, კარბოქსიდიდი, ოქსიმატი, რებემიდი შედის. ყველა ამ კომპონენტის გამოყენება არასასურველია ორსულ ქალებსა და ბავშვებში.
კანზე ქიმია რომ არ წაისვათ, "რჩევების" რედაქციის რჩევები გაითვალისწინეთ. კოღოს საწინააღმდეგო ნატურალური საშუალებები გამოიყენეთ, ასე ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებთ და კოღოებსაც მოიშორებთ.
კოღოებისგან თავდაცვა
1. ეთეროვანი ზეთი
კოღო მიხაკის, ანისის და ევკალიპტის სუნს ვერ იტანს. ამ მცენარეების ზეთში ბამბის დისკი დაასველეთ და ლოგინთან ახლოს დადგით. ასევე შეგიძლიათ ზეთი სხეულის შიშველი ნაწილზე წაისვათ. ამ ყველაფერს თავისი ნიუანსი აქვს: მიხაკის ზეთს სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ აქერცლილი კანზე წვის შეგრძნებას იწვევს. მოქმედებს მცირე დროით: 10-15 წუთი. სამაგიეროდ ტოქსიკური არაა და სასარგებლოც კია.
შეგიძლიათ მშრალი მიხაკი გამოიყენოთ: 5 გრ მიხაკს ჭიქა წყალი დაასხით და 15 წუთი ადუღეთ, 10 წვეთი ბალახი 1 ს/კ სპირტში აურიეთ და სხეულის შიშველი ნაწილზე წაისვით. ასეთი დაცვა უკვე 2 საათზე არის გათვლილი.
2. დიდგულა
აგარაკის სახლში, ფანჯარასთან აუცილებლად დიდგულა გაზარდეთ. ამით ბევრ სარგებელს მიიღებთ: ამ ყვავილის ჩაი გაციების დროს ხველებისას გიშველით, ნაყოფისგან გემრიელ ჯემს ამზადებენ, ხოლო დიდგულას თაიგული (თუნდაც არ იყოს აყვავებული) კოღოებისთვის არასასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
3. გვირილა
ძველი ხალხური საშუალება კოღოების საწინააღმდეგოდ - სპარსული, დალმატინელი თუ კავკასიური გვირილა. ყვავილები, ღეროები და ფოთლები დაქუცმაცებული ფქვილის სახით მწერების ნერვულ უჯრედებს აზიანებს. საკმარისია ოთახში ან სახლში რამდენიმე გვირილას ყვავილი დადოთ.
4. აბზინდას ნაყენი
თქვენ სახეს ერთი მწერიც კი ვერ გაეკარება, თუ აბზინდას ფესვის ნაყენით დაიბანთ, (1 მუჭა აბზინდას ფესვებს 1,5 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 20-30 წუთი დააყენე).
5. ჭანგას ნაყენი
ძველად, მწერების მოსაშორებლად ჭანგას ფესვების ნაყენს იყენებდნენ - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სარეველა. 1 მუჭა ჭანგას ფესვებს 1,5 ლ წყალი დაასხით და 3-ჯერ აადუღეთ, რომ ნაყენი ღია მოყვითალო ფერის გახდეს. ამ ნაყენით სახე და ხელები დაიბანეთ და არცერთი კოღო არ შეგეხებათ.
6. ვანილინი
ვანილინი საბავშვო კრემს აურიეთ 1:10 და სხეულის ყველა ღია ნაწილი დაიმუშავეთ. ასევე შეგიძლიათ ვანილინი წყალში გახსნათ, შემდეგ ამ ხსნარით სხეული და ტანსაცმელი დაამუშაოთ.
7. ღვია
თუ ცეცხლთან ახლოს დაჯდომას აპირებთ, ცეცხლში ცოტაოდენი ღვია ჩაყარეთ.
8. პომიდვრის ფოთლები
ამ ფოთლების სუნს კოღოები ვერ იტანს. სისხლის მწველი კოღოების გარანტირებულად მოსაშორებლად პომიდვრის ფანჯრის თაროებზე მოყვანა არის რეკომენდებული. ასევე ფოთლების მოწყვეტა და სახლის კუთხეებში დადებაც შეგიძლიათ. სანამ ფოთლები არ გახმება და სუნის გამოშვებას არ შეწყვეტს, არ ინერვიულოთ - კოღო არ გამოჩნდება.
9. კედარის ზეთი
კედარის ზეთის სუნი არა მხოლოდ კოღოებს, არამედ ბუზებს და ტარაკანებს მოგაშორებთ.
10. ბალზამი "ოქროს ვარსკვლავი"
ძველი კეთილი ბალზამი არ დაგავიწყდეთ. ბალზამი კანზე წაისვით, რომ რეპელენტის ეფექტი მიიღოთ. ბუზების და კოღოების მოსაშორებლად, ოთახში თავღია "ოქროს ვარსკვლავი" დატოვეთ.
11. კარბოლის მჟავა
თავმომაბეზრებელი კოღოების მოშორებაში ეფექტურია კარბოლის მჟავა: საკმარისია ღამე ლოგინთან ახლოს კედელი კარბოლის მჟავით დაამუშაოთ, ხელები, სახე ამ წყალში დაისველოთ, რომ ღამე მშვიდად გეძინოთ.
ეს საშუალება ჭაობიან ადგილებში ლაშქრობის და თევზაობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადაც მილიონობით კოღო საყვარელი საქმიანობით ტკბება.
ახლა კოღოს შესახებ შეგიძლია დაივიწყო!