» » » უებარი ხალხური რეცეპტები, რომლის დახმარებითაც სამწვერა ნერვის ნევრიტი დავამარცხე

უებარი ხალხური რეცეპტები, რომლის დახმარებითაც სამწვერა ნერვის ნევრიტი დავამარცხე

დიდი ხანია სამწვერა ნერვის ნევრიტი მაქვს. მაწუხებს ძლიერი თავის ტკივილი, პრეპარატების მიღებამ კუჭი გამიღიზიანა. ამიტომ ხალხური მედიცინის მეთოდებს მივმართე.

  • ფიტონაკრები: 20 გრ წყლის სამყურა, 35 გრ აბზინდას ბალახი, 40 გრ შავი ანწლის ყვავილი შევურიოთ ერთმანეთს. 3 ს/კ ნარევს დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ თბილ ადგილას 12 სთ-ით, შემდეგ ვადუღოთ 3-5 წთ, გავაციოთ და მივიღოთ 1 ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე. ნახარშს ხანგრძლივად ვღებულობდი.

  • შეტევები ისეთი ხშირი აღარ იყო და ტკივილიც ნაკლებად მქონდა. გამწვავების მომენტში ბალახებს ადგილობრივადაც ვიყენებ - აბზინდას ახალ ფოთოლს მტკივნეულ ადგილას ვიდებ და ტკივილი მიყუჩდება. უფრო ეფექტური მოქმედების მიზნით აბზინდას ფოთლების ფაფისებურ მასას ზეითუნის ან ქაცვის ზეთს შევურევ ხოლმე.

  • ზოგჯერ მხოლოდ აბზინდის ნახარშს ვსვავ, რომელიც მშველის. 1 ს/კ ბალახს დავასხათ 400 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 1 სთ და გავწუროთ. მივიღოთ 1 ს/კ ჭამამდე დღეში 3-4-ჯერ.

  • ჩემზე კარგად მოქმედებს აგრეთვე გრაკლას ნაყენი. ის კარგად ხსნის არა მარტო მერვის ტკივილს, არამედ თავის ტკივილსაც, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ნევრიტის გამწვავებას. გრაკლის ბალახი ყვავილობისას უნდა შევაგროვოთ. 1 ს/კ ბალახს დავასხათ 1 ჭ წყალი. მივიღოთ თანაბარი რაოდენობით დღის მანძილზე. ასეთი მკურნალობის შედეგად პრაფქტიკულად გამოვჯანმრთელდი.

სპეციალისტის კომენტარი:
ანწლის ყვავილი და აბზინდა ხასიათდება ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ისინი შეიძლება ადგილობრივადაც გამოვიყენოთ. რეკომენდებულია სახის ნერვის ანთების დროს ანწლის ნაყოფის დადება მკივნეულ ადგილას.

გრაკალა შეიცავს სალიცილის მჟავას, ბუნებრივ ასპირინს და ამიტომაც აქვს ტკივილდამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.