» » » კუჭ-ნაწლავში წარმოქმნილი პოლიპების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

კუჭ-ნაწლავში წარმოქმნილი პოლიპების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით

პოლიპი - ეს არის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც წარმოიშვება კუჭ-ნაწლავში. ის გამოიყურება როგორც სოკოვანი, მრგვალი წამონაზარდი, რომელიც წარმოიშობა ლორწოვან გარსზე.
ხანდახან სწორ ნაწლავში წარმოიქმნება რამდენიმე წამონაზარდი.
პოლიპის სიმპტომები ძალიან ჰგავს ბუასილისას, ამიტომაც აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკის ჩატარება, რადგანაც ამ დაავადებების მკურნალობა განსხვავდება.
როგორც ბუასილის დროს, პოლიპის დროსაც ჩნდება შეკრულობა (შეიძლება კუჭის აშლილობაც), ჩნდება ტკივილები სწორ ნაწლავში და ლორწოს გამოყოფა ექსკრემენტებთან ერთად.
თუ პოლიპზე წარმოიქმნება წყლული, მაშინ დეფეკაციის დროს შეიძლება დაიწყოს სისხლდენა. ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომაც ეშლებათ ერთმანეთში პოლიპი და ბუასილი.

ხანდახან პოლიპები ჩნდება უკანალის არეში, რაც უფრო ამსგავსებს მას ბუასილს.
პოლიპების წარმოშობა ხშირად დამოკიდებულია არასწორ კვებასთან, ასევე ალკოჰოლსა და სიგარეტთან. ეს დაავადება მემკვიდრეობითაც გადადის.
როდესაც პოლიპები ბევრია და ისინი მთლიან სწორ ნაწლავს კეტავენ, ინიშნება სასწრაფო მკურნალობა.
პოლიპებს აშორებენ ენდოსკოპისა და მეტალიკური კვანძის საშუალებით, რომელშიც დენი გადის. კვანძი ეხვევა პოლიპს და წვავს მას. ეს პროცედურა უმტკივნეულოა და ძალიან ეფექტური. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის.
ხშირ შემთხვევაში ამ დაავადების განკურნება შეიძლება კონსერვატიული მკურნალობით.
პოლიპების დროს ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა გოტოთერაპია.
ყველაზე ეფექტური სამკურნალო მცენარე პოლიპის დროს არის ქრისტესისხლა.

რეცეპტი 1
1 ჩ/კ გამხმარ ქრისტესისხლას ბალახს დავასხათ 1 ჭიქა წყალი და დავაყენოთ 30 წუთით. ნახარში გავაციოთ და გავფილტროთ. მიღებული სითხე შევიყვანოთ უკანალში. ჯერ ცოტაოდენი სითხე შევიყვანოთ სწორ ნაწლავში და დავწვეთ მარჯვენა მხარეს, შემდეგ დავუმატოთ და დავწვეთ მარცხენა მხარეს. შემდეგ როდესაც დანარჩენს შევიყვანთ, დავწვეთ ზურგზე. მკურნალობის კურსი 10 დღეა, შემდეგ 3 დღიანი შესვენება და კურსი გავიმეოროთ.

რეცეპტი 2
შევურიოთ 2 წილი ფარსმანდუკი, 1 წილი ქრისტესისხლა და 1 წილი გულყვითელა. 2 ჭიქა ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, წყალი, გავაციოთ და გავფილტროთ. დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი და კარგად ავურიოთ. გამოვიყენოთ 1-2 -ჯერ დღეში მიკრო ოყნისთვის.

რეცეპტი 3
რეკომენდებულია გულყვითელას ჩაის დალევა, რომელიც აფერხებს პოლიპების ზრდას. 1 სუფრის კოვზ გამხმარ კენკროვანს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 10-15 წუთით, დავუმატოთ 1 ჩაი კოვზი თაფლი. დალიეთ 1 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.