» » » ახალი თქვენ მხოლოდ 12 კვირაში - 5 ვარჯიში ხელებისთვის

ახალი თქვენ მხოლოდ 12 კვირაში - 5 ვარჯიში ხელებისთვის

განტელებით ვარჯიში სახლში ძალოვანი ვარჯიშისთვის იდეალური არის. განტელი მცირე ადგილს იკავებს და ძვირი არ ღირს. მისით ვარჯიშების გამრავალფეროვნება და კუნთების კარგად დატვირთვა შეიძლება. კარგად ხელების დაკუნთვა დამატებითი წონის გარეშე ძალიან ძნელია, დღეს "რჩევების" რედაქცია სწორედ სხეულის ამ ნაწილის შესახებ ვარჯიშებს გთავაზობთ. 

თითოეულ ვარჯიშს 3-ჯერ უნდა დაუბრუნდეთ, თითო ჯერზე 10-12-ჯერ უნდა გააკეთოთ. 

ხელების ვარჯიში

  1. ხელების განტელებით მოღუნვა

    ხელები მხრების გასწვრივ გაშალეთ, განტელები აიღეთ და ხელები მოხარეთ ისე, რომ იდაყვები თქვენგან გარეთ იყოს. მოღუნეთ, იდაყვები ამასთან სხეულზე მიკრული უნდა იყოს. განტელები ზემოთ ასწიეთ, შემოაბრუნეთ მაჯა. საპირისპირო მხარეს საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. 



  2. "საფრთხობელა" ერთი ფეხით

    სწორად დადექით, მარჯვენა ფეხი ზემოთ ასწიეთ და მუხლში მოხარეთ. ხელები ზემოთ ასწიეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები, 90 გრადუსით მოხარეთ, შემდეგ მხრების გასწვრივ ქვემოთ ჩასწიეთ. 



  3. უკან დახევა და განტელების ზემოთ აწევა

    ხელში განტელები აიღეთ და მარცხენა ფეხი უკან გასწიეთ. ამ მდგომარეობიდან ადექით და მარცხენა ფეხის მუხლი წინ გასწიეთ, ხოლო განტელები ზემოთ ასწიეთ. შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდით. 




  4. განტელების ფრანგულად აწევა

    იატაკზე დაწექით, ფეხები მუხლებში მოხარეთ. ხელები თქვენს წინ ზემოთ ასწიეთ, იდაყვები ოდნავ მოხარეთ. ხელები თავს ზემოთ გადასწიეთ, შემდეგ კი ხელები გაასწორეთ. 




  5. ხელების დაშორება განტელებით მწოლარე პოზიციაში

    იატაკზე დაწექით, ფეხები მოხარეთ და იატაკის პერპენდიკულარულად ასწიეთ. ზურგი იატაკზე მჭიდროდ უნდა გქონდეთ მიბჯენილი. ხელები თქვენს წინ ასწიეთ და იდაყვებში ოდნავ მოხარეთ. ხელები სხვადასხვა მხარეს გასწიეთ და შემდეგ ისევ შეაერთეთ. თქვენ მკერდის კუნთების დაძაბულობა უნდა იგრძნოთ. 




ეს ვარჯიშები ხელებს იდეალურ და ლამაზ ფორმას მიანიჭებს! მიდით - საქმეს შეუდექით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.