» » » თავი გტკივა? - უმკურნალე ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას...

თავი გტკივა? - უმკურნალე ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიას...

თავის ტკივილი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მთავარია დადგინდეს ტკივილის მიზეზი. თავის ტკივილის დროს ყოველთვის დაბალი წნევა, სისუსტე და გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. დამისვეს ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დიაგნოზი. მაშინვე დავიწყე ხალხური საშუალებების მოძიება, შევარჩიე კიდეც ნაკრები. ვღებულობდი რეგულარულად, სხვადასხვა ნარევის მონაცვლეობით. ვმკურნალობდი მთელი წლის მანძილზე, პერიოდულად ვისვენებდი.

ნაკრები N1
10 გრ გვირილას და შროშანის ყვავილი, 20 გრ დიდი კამას ნაყოფი, 20 გრ პიტნა, 40 გრ ვალერიანის ძირები. 2 ჩ/კ ნაკრებს დავასხათ 1 ჭ წყალი, დავაყენოთ 3 სთ, წამოვადუღოთ, გავაციოთ და გავწუროთ. მივიღოთ 2,5 ს/კ 5-ჯერ დღეში.

ნაკრები N2
20 გრ შავბალახას ბალახი, ვალერიანის ძირები, გულყვითელას ყვავილი, კვლიავის ნაყოფი, კამა შევურიოთ ერთმანეთს. 1 ჩ/კ ნარევს დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1 ს/კ 5-4 -ჯერ დღეში.

გარდა ამისა ვსვამდი ჟენშენის ნაყენს-30 წვ 2-ჯერ დღეში (დღის პირველ ნახევარში). მკურნალობამ შედეგი გამოიღო - თავი იშვიათად მტკივა, ისიც როცა ამინდი მკვეთრად იცვლება ან როცა ძალიან ვნერვიულობ.

სპეციალისტის კომენტარი:

გვირილა ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სედატიური, ოფლმდენი, ანტიკონველსიური თვისებებით. გვირილას სასარგებლო თვისებები განპირობებულია მისი შემადგენლობით, რომელთა შორის აღსანიშნავია ცილები, ლორწო, ეთერზეთები. გვირილა ხსნის სისხლძარღვების სპაზმს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

შროშანი შეიცავს სხვადასხვა გლიკოზიდებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს გულზე. ის დაბლა წევს არტერიულ წნევას, შარდმდენი ეფექტის გამო ამცირებს გულისმიერ შეშუპებას. შროშანის პრეპარატები გამოირჩევა დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. მცენარეს იყენებენ მანკის, ცხელების და მუცლის კოლიკების დროს. ასევე ეფექუტია უძილობისას.

დიდი კამა შეიცავს სხვადასხვა ჯფუფის ვიტამინებს. მას აქვს ანტიბაქტერიული, ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება. რეკომენდებულია ნაწლავების მოტორიკის დარღვევისას. დიდი კამა შეიცავს აგრეთვე ისეთ ნივთიერებებს რომლებიც ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებენ.

პიტნა მდიდარია მენთოლით, რომელიც ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური თვისებებით ხასიათდება, ხელს უწყობს კორონალური სისხლძარღვების რეფლექტურ გაფართოებას.

ვალერიანის ძირები და შავბალახა ყველასათვის ცნობილი დამამშვიდებელი საშუალებაა, ამიტომაც ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ხასიათის ნევროლოგიური დარღვევებისას, მათ შორის თავის ტკივილის დროს.

გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ გულყვითელა ხსნის რეფლექტორულ აგზნებადობას. აქვს სედატიური ეფექტი. მას ხშირად იყენებენ შინაგანი ორგანოების, ნერვული სისტემის მკურნალობაში - როგორც იმუნომოდულატორულ საშუალებას.

ჟენშენი - მცენარეს გააჩნია მატონიზირებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აუმჯობესებს გაზთა ცვლას ფიტლვებში. იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებას, მაღლა სწევს ენდოკრინული სისტემის ფუნციას, აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.
გარდა ამისა ჟენშენს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ნევროზების და სტრესის დროს. მას იყენებენ გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვისას, დეპრესიის და ჰიპოტონიის დროს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.