უახლოესი სტატისტიკური მონაცემებით პალპაციის დროს აღმოჩენილი კვანძების 5 % ავთვისებიანია, ამიტომ გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.
დავადება ხასიათდება სისხლში კალიუმის, კალციუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის შემცირებით, რაც იწვევს ნერვ-კუნთოვან აღგზნებადობას, შემდეგ კი - კრუნჩხვებს.
კრუნჩხვების შეტევის წინ ავადმყოფს აღენიშნება კიდურების გაციება და დაბუჟება.
ჰიპოპარათირეოზი მწვავე ფორმით უშუალოდ პარათირეოიდული ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგ ვითარდება.
ქრონიკული ჰიპოპარათირეოზის მიმდინარეობაში ვხვდებით გამწვავებებს, რომლებიც ხასიათდება თმის, ფრჩხილებისა და კანის მდგომარეობის გაუარესებით.
მედიკამენტოზური მკურნალობა
მკურნალობის მიზანია კრუნჩხვითი სინდრომის თავიდან აცილება. ამ მიზნით ინტრავენტურად შეყავთ კალციუმის ქლორიდის 10%-იანი ხსნარი.
ხალხური საშუალებები
კრუნჩხვითი სინდრომის კუპირების მიზნით გამოიყენება სხვადასხვა მცენარეული ნაკრები.
ნაკრები N1
ერთმანეთს შევურიოთ 6 წილი კურდღისცოცხას ბალახი, 1 წილი კრაზანასა და აბზინდას ბალახი, 4 წილი ღვიის ნაყოფი და 2 წილი პიტნა.
მომზადების წესი:
2 ჩ/კ ნარევს დავასხათ 100 მლ მდუღარე წყალი და ვადუღოთ 3 წთ. დავაყენოთ 30 წთ-ით, გავწუროთ და მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში.
ნაკრები N2
ერთმანეთს შევურიოთ 6 წილი ორფერის ბალახი, 4 წილი ტყის ჟოლოს ფოთლები, 2 წილი ცაცხვის ყვავილი, 5 წილი შავი ანწლის ყვავილი, 3 წილი კუნელის ყვავილი.
მომზადების წესი:
3 ს/კ ნარევს დავასხათ 300 მლ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ, გავაციოთ და მივიღოთ 1 ჩ/კ 3-ჯერ დღეში.
ნაკრები N3
ერთმანეთს შევურიოთ 1 წილი მაისის შროშანის ყვავილი, ბოსტნის ოხრახუში და ცეცხლეკალას ბალახი.
მომზადების წესი:
ნარევის 1 ს/კ დავასხათ 400 მდუღარე წყალი და დავაყენოთ 20-30 წთ-ით. გავწუროთ და მივიღოთ 2 ს/კ 2-ჯერ დღეში.