ფორთოხლის პეროგი
ტკბილეულობის უზომო მოყვარულს საყვარელი ტორტის ან პეროგის ნაჭერზე უარის თქმა არ შემიძლია. ჩემი სამზარეულოს წიგნი 80% დესერტისგან შედგება! ფორთოხლის პეროგის საჭირო რეცეპტი კი მხოლოდ ახლახანს ვნახე. ბევრი ცდის და შეცდომის დაშვების შემდეგ ვიპოვე გემო, რომელიც 17 წლის წინ დამამახსოვრდა.
ფხვიერი და ოდნავ დანამული ბისკვიტი ვანილის სიროფში გაჟღენთილი - აი, სად არის ნამდვილი ტკბილეულის მოყვარულის სიამოვნება. ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ეს ჰაეროვანი და ზომიერად ტკბილი პეროგი ფორთოხლის ცედრით არ მოეწონება. დღეს "რჩევების" რედაქცია ამ შესანიშნავი გემრიელობის მომზადებას გთავაზობთ.
ინგრედიენტები
- 150 გრ რბილი კარაქი
- 4 კვერცხი
- 150 გრ ფქვილი (მაღალი ხარისხის)
- 170 გრ შაქრის პუდრა
- 2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
- 2 მლ სითხე ვანილის ესენციით
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1 დიდი ზომის ფორთოხალი
- 125 მლ წყალი
- 200 გრ შაქრის პუდრა
- 2 მლ სითხე ვანილის ესენციით
ფორთოხალი შიგთავსისთვის, რომელიც პეროგის ზემოთ უნდა დააწყოთ, წვნიანი და თხელი კანით შეარჩიეთ.
მომზადება
1. ფორთოხლისთვის შაქრის სიროფი მოამზადეთ. წყალი და შაქრის პუდრა სქელ ძირიან ქვაბში ერთმანეთს აურიეთ, სანამ პუდრა არ გაქრება, სიროფი კი გამჭირვალე არ გახდება.
2. ფორთოხალი გამდინარე წყალში სახეხით გარეცხეთ. გააშრეთ, ზედმეტი სითხე საჭირო არაა და 5 მმ სისქეზე რგოლებად დაჭერით. დაჭრილი ფორთოხალი პირსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი წვენი მოაშოროთ.
3. ცხელ შაქრიან სიროფში ვანილის ესენცია დაუმატეთ, აურიეთ და სითხეში ფორთოხალი მოათავსეთ. ცეცხლზე 2 წუთით გააჩერეთ და გამორთეთ. დაე ციტრუსმა შაქარი და ვანილი შეიწოვოს.
4. სანამ ფორთოხალი გრილდება, ცომი მოვამზადოთ. ცალკე ჭურჭელში მიქსერით კარაქი და პუდრა აურიეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ ისე, თითო-თითო კვერცხი, ვანილის ესენცია, საცხობი ფხვნილი და საცერში გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი ძალიან სქელი არ უნდა იყოს.
5. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და ზეთი წაუსვით. ფორმის გვერდებს ცხიმი არ წაუსვათ. ძირზე ფორთოხალი მოათავსეთ და დარჩენილი სიროფი დაასხით.
6. ფორთოხალს ცომი დაასხით და 160 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში იმწამსვე შედგით.
7. პეროგი 40 წუთით გამოაცხვეთ, მომზადება ხის ჩხირით შეამოწმეთ.
8. როცა ბისკვიტი მზად იქნება, ფორმაშივე გააგრილეთ. რამდენიმე დროის გასვლის შემდეგ ფორმიდან გადმოიღეთ, გადმოაბრუნეთ. პერგამენტი ფრთხილად მოაშორეთ. გემრიელად მიირთვით!
გემრიელი და არომატული ფორთოხლის პეროგი რომ მიიღოთ, განსაკუთრებული ყურადღება ბისკვიტს დაუთმეთ. ხარისხიანი ინგრედიენტები აირჩიეთ, ფქვილის გაცრა არ დაგეზაროთ და ღუმელი პირველი 20 წუთის განმავლობაში არ გამოაღოთ. ასე ზედაპირი თანაბარი და მოცულობითი იქნება.
როგორც ხედავთ ენერგიის და საშუალების მინიმალური დანახარჯებით ოჯახის წევრების გემრიელი ტკბილეულით გახარებას შეძლებთ. სუფრაზე ბოლომდე გაგრილებული პეროგი გაიტანეთ. დარწმუნებული ვარ, ერთ ნაჭერზე არ გაჩერდებით.
დაწერეთ კომენტარებში, თუ გადმობრუნებული ფორთოხლის პეროგი მოგეწონათ. რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ.