ბოლოკი შეიცავს ცილას, ნახშირწყლებს, მონოსახარიდებსა და დისახარიდებს, სახამებელს, ორგანულ მჟავეებს. მინერალურ მარილებს, ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, B1, B2, C, PP ვიტამინებს, ფიტონციდებს, ეთერზეთებსა და პურინებს.
- ბოლოკის წვენი თაფლიან ნარევში 1:1 პროპორციით შესანიშნავი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ყივანახველას დროს. უნდა მივიღოთ 2-3 ჩაის კოვზი მინიმუმ 3-ჯერ დღეში.
- ბოლოკის წვენისა და თაფლის ნარევი კარგი საშუალებაა ტუბერკულოზის, თირკმლებისა და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის დროს.
- კარგი საშუალებაა ბოლოკის წვენი ან ფაფა რადიკულიტის, სახსრების ანთების, რევმატიზმის დროს მტკივან ადგილებზე დასაფენად. ასევე ჩირქოვანი და წყლულოვანი ჭრილობებისა და ეგზემის დროს.
- ყველაზე დიდი პოპულარულობით ხალხურ მედიცინაში სარგებლობს შავი ბოლოკი, რომლის წვენი საუკეთსო ნაღველმდენი საშუალებაა.
- ბოლოკის წვენის მიღება აკრძალულია წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.
- ბოლოკი კარგად ინახება და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. ბოლოკის წვენი მზადდება მისი ფოთლებისა და ფესვებისგან. ის არასოდეს უნდა მიიღოთ ცალკე, ვინაიდან ძლიერ რეაქციას იწვევს. სტაფილოს წვენთან შერწყმით ბოლოკის წვენი ხელს უწყობს ორგანიზმის ლორწოვანი გარსის ტონუსის გაძლიერებას და მის აღდგენას.