ყველას ვისაც უშუპდება ტერფები, დაეხმარება ხალხური მედიცინა. აქ არის დაგროვილი ბევრი სასარგებლო რეცეპტი, რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
- თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ზეითუნის და აბუსალათინის ზეთი. ამ შენარევით დაიზილეთ ფეხები, თითებიდან მუხლამდე. შემდეეგ შეიხვიეთ მიტკლის ნაჭრით და შალის თავსაფრით და დაიტოვეთ მთელი ღამე. ეს პროცედურა უნდა იკეთოთ ერთი თვის მანძილზე.
- სასარგებლოა 1/2 ჭიქის ახალ გამოწურული კიტრის წვენის დალევა 2-3-ჯერ დღეში.
- სასარგებლოა სპირტზე დამზადებული კალანხოეს ნაყენით დაზელვა. მის მოსამზადებლად საჭიროა 15 გრ კალანხოეს ფოთლები 20 გრ არაყზე. დააყენეთ 5 საათის განმავლობაში. გადაწურეთ და დაიზილეთ ტერფები.
- აიღეთ 4 ს/კ სელის თესლი 1 ლ წყალზე, ადუღეთ 10-15 წთ დახურეთ და დადგით 1 საათით. თბილ ადგილას. შეგიძლიათ არ გადაწუროთ. გემოსთვის დაამატეთ ლიმონის ან სხვა ხილის წვენი. დალიეთ 1/2 ჭიქა ყოველ 2 საათში, დღეში 6-8-ჯერ, უკეთესია ნაყენი ცხელი დალიოთ. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა.
- შეშუპებისას დაგეხმარებათ ლიმონი, იგი მსუბუქი შარდმდენი საშუალებაა. ლიმონის ცედრა გააშრეთ, დანაყეთ (შეგიძლიათ ჯერ გაატაროთ და შემდეგ გააშროთ), მიიღეთ ფხვნილის სახით 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, 30 წუთით ადრე ჭამამდე, მიაყოლეთ თბილი წყალი 1ჩ/კ თაფლით.