» » » შეფ-მზარეულმა 3 საიდუმლო მასწავლა, თუ ბოსტნეული ლამაზად და კრეატიულად როგორ დავჭრ​ა

შეფ-მზარეულმა 3 საიდუმლო მასწავლა, თუ ბოსტნეული ლამაზად და კრეატიულად როგორ დავჭრ​ა

გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში ყოველთვის რაღაც ახლის სწავლა გვსურს, მაგ., ბოსტნეულის ლამაზად და კრეატიულად დაჭრა. ან მათგან ვარდის ფორმების მომზადება - როგორც ეს კულინარიულ წიგნებშია (დახლებზე ხომ უკვე ბევრი არომატული და ახალი ბოსტნეული გამოჩნდა)

როგორ დავჭრათ ბოსტნეული ლამაზად



რჩევისთვის ჩემ მეგობარ ელვირას მივმართე, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია რესტორანში მუშაობს, თან ბოლო 5 წელი შეფ-მზარეულად. მან მიამბო, რომ მხოლოდ კიტრით და პომიდორითაც კი შესაძლებელია მაგიდის გაფორმება ან ნებისმიერი სალათის შევსება ისე, რომ ოჯახის წევრები და სტუმრები თქვენი ნახელავით აღფრთოვანებულები დარჩნენ და კითხვები დაგაყარონ, თუ ეს როგორ გააკეთეთ. 



მაგიდის მხოლოდ კიტრით და პომიდვრით გაფორმება - მარტივია!

"რჩევების" რედაქცია გთავაზობთ რამდენი ხრიკს, თუ როგორ დაჭრას ბოსტნეული ლამაზად და სწრაფად. ასეთი გაფორმება თქვენ სტუმრებს გარანტირებულად გააოცებს. 



ვარდი და პომიდორი

ფუშფუშა ვარდი პომიდორის ფურცლებით - ეს პოპულარული და ძალიან ლამაზი იდეას ბოსტნეულის დასაჭრელად. პოპულარულია რადგან მარტივად და სწრაფად კეთდება, ამასთან შესანიშნავად გამოიყურება. გარდა ამისა, ასეთი ვარდის ჭამა ძალიან მოსახერხებელია!



მომზადება

1. მოსამზადებლად თქვენ ბასრი დანა დაგჭირდებათ. სასურველია რომ ძალიან დიდი ზომის არ იყოს, რომ კანი ადვილად გაჭრათ. ასევე პომიდორი უფრო მაგარი კანის უნდა იყოს. 




2. პომიდორი გარეცხეთ და კანი გაჭერით. კანი ისე გაჭერით, როგორც ვაშლის გათლის დროს აკეთებთ. თხლად სპირალურად გაჭერით, პომიდვრის ბუნებრივ ფორმას მიჰყევით, ეცადეთ რბილობი არ დააზიანოთ. 



3. სპირალის ერთი ბოლო აიღეთ და ვარდის დახვევა დაიწყეთ, კანი რგოლურად დაახვიეთ. ეცადეთ ძალიან მჭიდროდ არ დაახვიოთ, რო ვარდი რბილი და ბუნებრივი ჩანდეს, თითქოსდა ახლახანს გაიფურჩქნა. 



4. შემდეგ მომავალი ვარდი გადმოაბრუნეთ. 



5. ვარდს საბოლოო ფორმა მიეცით და ნებისმიერი მწვანილის (ოხრახუში, სალათა, ბაზილიკი) ფურცლებით გააფორმეთ.



ასეთი ყვავილი, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივია მოსამზადებლად. მისი გაკეთებას ბავშვებიც შეძლებენ.ვარდით შეგიძლიათ სალათები გააფორმოთ, შესანიშნავად მიდის ხორცის კერძთან. 

6. გარდა ამისა, კიტრისგან შეგიძლიათ ვარდის ფოთლები გააკეთოთ. ეს ხრიკი ძალიან მარტივია, ქვემოთ მოცემულ სურათზე ფოთლის მომზადების პროცესი ჩანს. 



ესეც ასე, პომიდვრის ვარდი კიტრის ფოთლებით მზადაა. 



კიტრის ვარდი

ვარდი არა მხოლოდ პომიდვრისგან, არამედ კიტრისგანაც შეიძლება მოამზადოთ. ეს ბოსტნეულის საჭრელით კეთდება. ის ძალიან ბევრი სახის არსებობს. ყველაზე მარტივიც გამოდგება. 

მომზადება

1. ვარდის მოსამზადებლად, აუცილებელია კიტრი 3-4 თხელ ნაჭრად დაჭრათ. ამისთვის ახალი კიტრი გამოიყენეთ, ასეთი ვარდი ბევრად უფრო ლამაზი გამოვა.

 

2. თითოეული ნაჭრისგან ვარდის შიგთავსი გააკეთეთ. შემდეგ კბილის ჩხირით დაამაგრეთ - ეს პროცესს გაამარტივებს.



3. ახლა შიგთავსას გარედან ახალი ნაჭერი შემოახვიეთ და ისე გააკეთეთ, როგორც სურათზე ჩანს. 



4. ასე გააკეთეთ, სხვა ნაჭრებით. შიგთავსის გარშემო შემოახვიეთ. საბოლოოდ კი კბილის ჩხირით დაამაგრეთ. 



როცა დღესასწაული მოდის და არ იცით, თუ რით გაახაროთ სტუმრები, ეს ნათელი სურათები გაიხსენეთ. ლამაზის გაკეთება ძალიან მარტივია, ხოლო ეფექტი შესანიშნავი იქნება. 

როგორც ხედავთ, ბოსტნეულის ასე დაჭრა - ძალიან ლამაზი, კარგი, და მხიარულია! აუცილებლად სცადეთ და არ დაგავიწყდეთ, ეს ხრიკები თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.