» » » არომატული ბალახების ფხვნილი საპონს, სკრაბს, ნიღაბს და შამპუნსაც კი ჩაანაცვლებს. 1 მუჭა ფქვილს ვუმატებ. 

არომატული ბალახების ფხვნილი საპონს, სკრაბს, ნიღაბს და შამპუნსაც კი ჩაანაცვლებს. 1 მუჭა ფქვილს ვუმატებ. 

რთული საყოფაცხოვრებო პირობების და ცხოვრების არც თუ ისე მაღალი დონის მიუხედავად, ინდოელი ქალები ყოველთვის თავისი სილამაზით გამოირჩეოდნენ. რბილი გლუვი კანი, სუფთა ფორები, არანაირი აკნე ახალგაზრდობაში და ნაოჭები ღრმა სიბერეში. შური გვიპყრობს! ამბობენ, რომ ინდოელი ქალების სილამაზის საიდუმლო ბუნების საჩუქრის მოხერხებულად და ჭკუით გამოყენებაშია. 

სუპერმარკეტიდან არანაირი შამპუნი არ დაგჭირდებათ, მხოლოდ ეს ნატურალური საშუალება! ერთ-ერთი მათგანი - უბტანი. ამ აიურვედული ფხვნილის შესახებ ჩვენმა რედაქციამ სულ ახლახანს გაიგო, მაგრამ მარტივმა რეცეპტმა და შესანიშნავმა ეფექტმა ჩვენი ქალების გუნდზე შთაბეჭდილება მოახდინა. 

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ უბტანი მინიმუმი დროისა და საშუალებების გამოყენებით, შედეგად კი ლამაზ, მბრწყინავ და ჯანსაღ კანს მიიღებთ. ამ შესანიშნავი საშუალების ერთი ქილა მაღაზიის ტონიკს, სკრაბს, ნიღაბს, საპონს და შამპუნსაც კი ჩაანაცვლებს. ეს არომატული აიურვედული სახის კოსმეტიკა ღირსეულ ადგილს დაიკავებს. 

ინდური კოსმეტიკა

უბტანის შემადგენლობა

სახის კანის მოვლის კლასიკურ აიურვედულ ფხვნილს ინდური მცენარეებისგან, როგორიცაა აშვაგანდჰა, სანდალოზი და სხვა ადგილობრივი ბალახი, რომელთაც უბტანში ამატებენ, ასევე მცირე რაოდენობის ბარდის ან შვრიის ფქვილს და თიხას. ამ შესანიშნავი საშუალების სხვა ინგრედიენტებისგან მომზადებაც შეიძლება, რომელიც ნაკლებად ეფექტური არ იქნება და ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება. 



ფქვილი

ფქვილი ეს საფუძველია, რომელიც მზა უბტანის თითქმის ნახევარს იკავებს. განსაკუთრებული პოპულარობით ბარდის ფქვილი სარგებლობს, რადგან ის ყველაზე მეტად მკვებავია. ხშირად შვრიის ფქვილსაც იყენებენ, რომელიც ფორებს ასუფთავებს და ავიწროებს, შესანიშნავი სკრაბის და კანის დამარბილებელი საშუალებაა. გარდა ამისა, შესანიშნავად გამოდგება შემდეგი სახეობის ფქვილი ბალახებისა და პარკოსნებისგან:

1. ოსპი

2. ქერი

3. ბარდა

4. ბრინჯი

5. სელი

6. სიმინდი

7. მანანის ბურღული

8. ხორბალი




სამკურნალო მცენარეები და სანელებლები

1. კურკუმა

კურკუმა მგრძნობიარე კანს შესანიშნავად ახორცებს, ასევე აახალგაზრდავებს. ამ კომპონენტთან ფრთხილად უნდა იყოთ: თუ ძალიან ღია ფერის კანი გაქვთ, უბტანში დიდი რაოდენობით კურკუმას გამოყენება თქვენს სახეს ყვითლად შეღებავს. აუცილებლად დაუმატეთ, ოღონდ ძალიან ცოტა!

2. მუსკატის კაკალი

მუსკატის კაკალი მშრალ კანს შესანიშნავად დაარბილებს, მას უფრო გლუვს და ხავერდოვანს გახდის. 

3. კოჭა

კოჭა შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ატონიზირებს. სახეზე გაფართოებული სისხლძარღვების დროს კოსმეტოლოგები გირჩევენ უბტანში კოჭა არ დაამატოთ. 

4. კრაზანა

კრაზანა დაეხმარება მათ, ვინც მუდმივად სახეზე ანთებითი პროცესებით იტანჯება. 

5. ბაზილიკი

კიდევ ერთი ინგრედიენტი, რომელიც აკნეს პრობლემის დროს გამოდგება. 

6. გვირილა

კანს შესანიშნავად ამშვიდებს, სიწითლეს და წვას აქრობს. 

7. ჭინჭარი

​ბუნების ნამდვილი საჩუქარი! სახლში მომზადებული უბტანის შემადგენლობაში დაფქულ ჭინჭარს ანთების საწინააღმდეგო და გაამახალგაზრდავებელი მოქმედება აქვს. 

8. ევკალიპტი

თქვენი ერთგული დამხმარე ანთებასთან ბრძოლის დროს. 

9. კალენდულა

ფორებს შესანიშნავად წმენდს, ანთებას აქრობს და მგრძნობიარე კანს ამშვიდებს. 

10. პიტნა და ბარამბოს ბალზამი

კანს არაფერი ისე არ ატონიზირებს, როგორც პიტნა და ბარამბო.



ბუნებრივი დასაბანი კომპონენტები 

უბტანი რომ კარგად ჩამოიბანოთ და დელიკატური შემადგენლობა ჰქონდეს, მომზადების დროს აუცილებლად დაუმატეთ ინგრედიენტები, რომლებიც საპონიტს - ბუნებრივ დასაბან ნივთიერებას შეიცავს. 

1. ძირტკბილას ფესვები

2. საპნის კაკალი

3. არყის ფოთლები

4. სალბი

5. ჯენშენის ფესვები

6. მინდვრის შვიტა




თიხა

​1. ანთებითი პროცესის დროს თეთრი, ცისფერი და ყვითელი თიხა. 

2. ცხიმიანი კანისთვის თეთრი და ცისფერი თიხა. 

3. მშრალი კანისთვის მწვანე, წითელი, ასევე ცისფერი თიხა. 

4. მგრძნობიარე კანისთვის - წითელი თიხა. 

5. დაბერებული კანისთვის კი თეთრი, ცისფერი, მწვანე და აუცილებლად წითელი თიხა. 



სითხე ფხვნილის გასახსნელად

უბტანის გასახსნელად სითხე აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. 

1. მშრალი კანისთვის რეკომენდებულია არაჟანი, რძე, იოგურტი, ალოეს წვენი ან კიტრი, ასევე ზეთები (გარგარი, ნუშის, სეზამი, ზღვის წიწაკა, ჟოჟობას ზეთი, ავოკადო ან მაკადამია).

2. ცხიმიანი კანისთვის ალოეს წვენი, კალენდულას ყვავილოვანი წყალი ან იოგურტი გამოდგება. 

3. დამჭკნარი კანის მფლობელებისთვის რეკომენდებულია ალოეს წვენი, რძე, ვარდის წყალი, ჟასმინის წყალი, ხორბლის, ჟოჟობას ან ყურძნის თესლის ზეთი. 

4. თუ ნორმალური კანი გაქვთ, უბტანი მინერალურ წყალში, ბალახის ნაყენში ან ნებისმიერ ყვავილოვანი წყალში გახსენით. 

მთავარი ინგრედიენტების გარდა, უბტანში შეგიძლიათ ნუში, აკაჟუები, ბუსტუღი, ქოქოსი, ცოტა მარილი, ყავის მარცვალი, ხილის მშრალი ნაყოფი დაუმატოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. 



როგორ მოვამზადოთ უბტანი 

როგორც ხედათ, სახის აიურვერდული ფხვნილის მომზადება ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შეიძლება. მთავარია - სწორი პროპორციით და კარგად აურიოთ. ფქვილის, თიხის და ბალახი/სანელებლის პროპორცია 2:1:4 უნდა იყოს, ამასთან ყველა ბალახი და სანელებელი სხვადასხვა რაოდენობით შეგიძლიათ აიღოთ, ხოლო კოჭა და კურკუმა მხოლოდ მწიკვი. 

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, არჩეულ კომპონენტებზე ალერგიული რეაქცია შეამოწმეთ. ყველა ინგრედიენტი ყავის საფქვავში დაფქვით, ოღონდ ჯერ ერთმანეთს არ აურიოთ. კომპონენტები კიდევ ერთხელ კარგად დაფქვით, შემდეგ საცერში გაცერით. 

მას შემდეგ რაც ყველა ინგრედიენტს ფქვილის სახეს მისცემთ, ერთმანეთს აურიეთ. მშრალი უბტანი შეგიძლიათ ჰერმენტულად დახურულ ქილაში ბნელ ადგილას 6 თვიდან 1 წლამდე შეინახოთ. 




როგორ გამოვიყენოთ უბტანი

ახლა ყველაზე მთავარი! უბტანი შეგიძლიათ დილა-საღამოს გამოიყენოთ, ის ტონიკს და ლოსიონს, სკრაბს და ნიღაბს ჩაანაცვლებს, ასევე ზოგი მისი საშუალებით თავის დაბანასაც ახერხებს. აიურვედული ფხვნილი გამოყენების წინ სითხეში უნდა გახსნათ. სახისთვის მხოლოდ ნახევარი ჩ/კ არის საკმარისი. 

1. საჭირო რაოდენობის ფხვნილი ხელისგულზე დაიყარეთ, სითხე ნელ-ნელა დაუმატეთ. რბილი კრემის მსგავსი კონსისტენციის პასტა უნდა მიიღოთ. 

2. პასტა სახეზე წაისვით, ნაზად დაიმასაჟეთ, ერთ წუთში ჩამოიბანეთ. სურვილის მიხედვით ნიღბის სახით შეგიძლიათ 4-5 წუთი გაიჩეროთ. 

3. თუ ფხვნილის გამოყენების შემდეგ სიმშრალეს არ გრძნობთ, შეგიძლიათ დამატენენიაბელი კრემი არ გამოიყენოთ. 

4. მზადაა! გასაოცრად რბილი, ხავერდოვანი, გლუვი და სასიამოვნო სურნელის მქონე კანით ისიამოვნეთ.



ასეთი შესანიშნავი საშუალების ერთხელ მომზადების შემდეგ მიხვდებით, რომ ეს რთული სულაც არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამასთან მისი ეფექტური თვისებები ყველა სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. 

აუცილებლად მოამზადეთ 100 %-იანი ნატურალური საშუალება და არ დაგავიწყდეთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ, თუ რომელი ინგრედიენტები გამოიყენეთ და როგორი ეფექტი ჰქონდა. მადლობელი ვიქნებით!

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.