სილამაზის სფეროში ვაზელინი ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება არის, რომელიც თქვენ სხეულის კომპლექსური მოვლის საშუალებას მოგცემთ. სწორედ ამიტომ "რჩევების" რედაქციამ თქვენთვის ვაზელინის გამოყენების 16 მეთოდი მოამზადა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს იპყრობს კოსმეტოლოგიით დაწყებული საყოფაცხოვრებო მდგომარეობით დამთავრებული.
როგორ გამოვიყენოთ ვაზელინი
1. პომადამ რომ კბილები არ დაგისვაროთ, ტუჩზე მცირე რაოდენობით ვაზელინი უნდა წაისვათ.
2. ვაზელინიანი ბამბის ტამპონით ლაკიან ფეხსაცმელს ნაკაწრს მოაშორებთ.
3. ფრჩხილზე ლაქი რომ ნაზად წაისვათ, კუტიკულაზე ვაზელინი წაისვით.
4. ვაზელინი მაკიაჟის მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
5. ამ სასწაული საშუალებით გაუხეშებულ კანს დაარბილებთ.
6. თუ ტანსაცმელზე მაკიაჟის კვალი დარჩა, ვაზელინი და სველი ჩვარი მათ მოშორებაში დაგეხმარებათ.
7. ფეხზე კოჟრების მოსაშორებლად, საკმარისია ღამე მასზე ვაზელინის წასმა და წინდების ჩაცმა. უკვე დილით თქვენი კანი რბილი და ნაზი იქნება.
8. ვაზელინი თმის გაყოფილი ბოლოების გაჩენას ხელს უშლის. ამისთვის აუცილებელია თმის ბოლოებში მცირე რაოდენობით ვაზელინი წაისვათ.
9. ვაზელინი ჰაილაითერს მარტივად ჩაანაცვლებს. საკმარისია მცირე რაოდენობა, რომ ბუნებრივი ბრწყინვალების ეფექტი მიიღოთ.
10. ამბობენ, რომ ვაზელინი წამწამების ზრდას ხელს უწყობს.
11. თუ ელვა შესაკრავი გაგეჭედათ, ვაზელინი წაუსვით.
12. ვაზელინის დახმარებით სუნამოს სუნი უფრო მდგრადი გახდება. ამისთვის იმ ადგილებში, სადაც სუნამოს იპკურებთ, ვაზელინი წაისვით.
13. საყურე მარტივად და უმტკივნეულად რომ გაიკეთოთ, ვაზელინი წაუსვით.
14. ავტორუჯი ან მუქი ფერის კრემი თანაბრად დაგაჯდეთ, კანის მშრალ ნაწილებში ვაზელინი წაისვით.
15. ვაზელინი ზღვის მარილთან ერთად სხეულის საუკეთესო სკრაბს წარმოადგენს.
16. გრიპის დროს რომ ცხვირის ნესტოები არ გაგიღიზიანდეთ, ცხვირის ირგვლივ ვაზელინი წაისვით.
ვაზელინი შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ყველა ოჯახის აფთიაქში უნდა იყოს. ამ მალამოს ჯადოსნური თვისება საკუთარ თავზე გამოცადეთ და საინტერესო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!