ჭეო - ეს ფუტკრის მიერ შეგროვებული მცენარის მტვერია, რომელიც მოთავსებულია დაკეპილია თაფლის ფიჭებში, ზემოდან კი თაფლი აქვს მოსხმული. ეს პროდუქტი მდიდარია D, C, B1, B2, B6, A, P, E ვიტამინებით და ისეთი მიკროელემენტებით, როგორიცაა მაგნიუმი, თუთია, იოდი, კალციუმი, რკინა, კალიუმი და ორგანული მჟავები. სასურველია ჭეო კარგ მეფუტკრესთან ან სპეციალიზებულ და საიმედო მაღაზიებში შეიძინოთ.
როგორ გამოვიყენოთ ფუტკრის ჭეო
ჭეო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ის ზრდის ორგანიზმის ტონუსს, იმუნიტეტს და სისხლში შემავალ ჰემოგლობინს, თავიდან აგარიდებთ ინსულტს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს გიშველით. აძლიერებს მამაკაცურ ძალას - ეს პოტენციის ბუნებრივი ბიოსტიმულატორია. ფუტკრის ჭეოს ორსულობის და ძუძუთი კვების დროს იყენებენ. ასევე რეკომენდებულია ნერვული და ენდოკრინული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობის დროს.
როგორ გამოვიყენოთ ჭეო
1. ვიტამინის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, დღეში 1 ჩ/კ ფუტკრის პური მიირთვით. შედეგი გასაოცარი იქნება: ძილი ღრმა გახდება, ქრონიკული დაღლილობა დაგავიწყდებათ, თმა და ფრჩხილები გაძლიერდება და კარგად გაიზრდება, კანი ჯანსაღ ელფერს მიიღებს.
2. პანკრეატიტის დროს
პანკრეასის ეს დაავადება გაწუხებთ, მიიღეთ 1 ჩ/კ ჭეო ჭამამდე 25 წუთით ადრე, დილას და საღამოს. მკურნალობის კურსი ნახევარი თვე გრძელდება. კარგი ეფექტის მისაღწევად, პარალელურად მცენარეული ხსნარები დალიეთ.
3. ანემიის დროს
სისხლში ჰემოგლობინის ასაწევად ასეთი სასმელი მოამზადეთ: 50 გრ ფუტკრის ჭეო და 200 გრ ნატურალური თაფლი 0.5 ლ თბილ მდუღარე წყალში გახსენით. გააჩერეთ ორი დღით. ჭიქის მეოთხედი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
4. გაცივების დროს
გრიპის და ვირუსული ინფექციის დროს, რომელსაც თან მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხველება ახლავს, ასეთი მკურნალობა გიშველით: ბავშვებმა 0.5 გრ ჭეო დღეში 3-ჯერ უნდა მიირთვა, ზრდასრულებმა კი 2 გრ.
5. დადებით თვისებიანი სიმსივნის დროს
კისტოზური წარმონაქმნები, მასტოპათია, ფიბრომა - ყველა კეთილთვისებიანი სიმსივნეა, მაგრამ ექიმები მათ ამოჭრას გვირჩევენ. ფუტკრის პურით მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ოპერაციას თავიდან აგაცილებთ.
ყოველ დღე პირში ჩაის კოვზი ნახევარი ჭეო უნდა დაადნოთ. ეს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა გააკეთოთ, დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი - 3 თვე, ამ დროის განმავლობაში დაახლოებით ნახევარი კგ ჭეოს მოხმარება მოგიწევთ.
6. შაქრის დიაბეტის დროს
მკურნალობის კურსის პერიოდში სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად მცირდება. მომავლისთვის არის კარგი შანსი, რომ ჭეო ამ საშინელ დაავადებას დაამარცხებს. 2 ჩ/კ ჭეო დღეში 3-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით. ნახევარი საათის განმავლობაში არანაირი სითხე არ მიიღოთ, რომ ჭეო ორგანიზმმა უკეთ აითვისოს.
ბავშვებისთვის რეკომენდებულია ნახევარი ჩ/კ ჭეო დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობას კარგად ავსებს მცენარეების ნაყენი ხბოშუბლას ან ოროვანდას ფესვის.
7. მაღალი წნევის დროს
მიიღეთ 1 ჩ/კ ჭეო დღეში 3-ჯერ თაფლთან ერთად პროპორციით 1:2. მკურნალობის კურსი 2 თვე. ამ დროის განმავლობაში სასურველია დალიოთ მცენარეული ნაყენი წნევის შესამცირებლად და მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად.
8. იმუნიტეტის გასაძლიერებლად
ამისთვის ვიტამინების ნარევი მოამზადეთ: 15 გრ ჭეო, 1 გრ ფუტკრის რძე და 200 გრ თაფლი აურიეთ. შეინახეთ მაცივარში მუქი ფერის თავდახურულ კონტეინერში. იმუნიტეტის გასაძლიერებლად მიიღეთ 1 ჩ/კ დილით უზმოზე. კურსი - 1 თვე.
9. თმის საშუალება
1 ს/კ ჭეო დაფშვენით. დაუმატეთ ჭიქა თბილი წყალი და აურიეთ. დაბანის შემდეგ თმაზე ეს ნაყენი გადაივლეთ და წყლით კარგად ჩამოიბანეთ. ასეთი პროცედურად თმას აღადგენს და ქერტლს მოგაშორებთ.
10. სახის ნიღაბი
50 გრ ჭეო, 50 გრ თაფლი და 5 გ პროპოლისი აურიეთ. საჭირო რაოდენობის მასა თბილ წყალში გახსენით, რომ ნიღაბმა არაჟნის კონსისტენცია მიიღოს. სახესა და დეკოლტის არეში წაისვით. 30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ყოველდღიური კრემი წაისვით. ეს კოსმეტიკური ნიღაბი თქვენს კანს უჩვეულოდ ლამაზს, ხავერდოვანს, გლუვს და უბრალოდ ბრწყინვალეს გახდის.
ახლა უკვე იცით, რომ ჭეო - ეს უბრალოდ პროდუქტი არაა, არამედ ბუნების ნამდვილი საჩუქარი. გამოიყენეთ ფუტკრის პური და მალე ექიმთან ვიზიტი დაგავიწყდებათ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ, სტატია მეგობრებს გაუზიარეთ!