აი, რამდენიმე რეცეპტი:
- შევურიოთ ერთმანეთს ოროვანდის, ვარდკაჭაჭას და ბურბუშელას ძირები. 2 ს/კ ნარევს დავასხათ 0,5 ლ თბილი წყალი, დავაყენოთ 2-3 სთ, შემდეგ ვადუღოთ 10-15 წთ. მივიღოთ 1/2 ჭ დღეში 4-ჯერ ჭამის შემდეგ.
- შევურიოთ ერთმანეთს ჩვეულებრივი მატიტელას და ქაფუნას ბალახი. 3 ს/კ ნედლეულის ნარევს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 15 წთ, გავაციოთ 45 წთ - ის მანძილზე და გავწუროთ. შემდეგ შევავსოთ ადუღებული წყლით 200 მლ-მდე. მივიღოთ 1/2 ჭ 4 - ჯერ დღეში ჭამამდე.
- ეცადეთ იკვებოთ ახალი ხილით და ბოსტნეულით (ხელს უწყობს სახსრების და ხერხემლის აღდგენას).
სპეციალისტის კომენტარი:
ჩამოთვლილი მცენარეები ხელს უწყობს თავის ტკივილებისას სამკურნალო მცენარეების პრეპარატები ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მივიღოთ. გარდა ამისა, მივმართოთ მკურნალობის სხვა საშუალებებსაც - მასაჟი, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია და სხვა.