» » ეს ხრიკი მოგაშორებთ წელის ტკივილს, გაგიჯანსაღებთ ხერხემალს და გაგიმკვრივებთ მუცლის კანს.

ეს ხრიკი მოგაშორებთ წელის ტკივილს, გაგიჯანსაღებთ ხერხემალს და გაგიმკვრივებთ მუცლის კანს.

იაპონელმა სპეციალისტებმა დაახლოებით 10 წლის უკან შეიმუშავეს ფიგურის კორექციის საკმაოდ ეფექტური და მარტივი მეთოდი. მისი დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ მუცლის მოდუნებული კანის გამკვრივება, არამედ წელის ტკივილის მოხსნა და ხერხემლის გაჯანსაღება.

წიგნმა, რომელშიც ეს იაპონური მეთოდია აღწერილი, წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა მისი გამოცემის თანავე. ეს საოცრად ეფექტური ტექნიკა შემუშავებულია სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ საკმარისი დრო სპორტ-დარბაზში რეგულარულად სასიარულოდ და სავარჯიშოდ. დღეში მხოლოდ 5 წუთიანი ვარჯიშის შესრულება პირსახოცის გამოყენებით სავსებით საკმარისია ზემოთ წარმოდგენილი პრობლემების გადასაჭრელად.

როგორ გავიმკვრივოთ მუცლის კანი და გავიჯანსაღოთ ხერხემალი

ეს ხრიკი მოგაშორებთ წელის ტკივილს, გაგიჯანსაღებთ ხერხემალს და გაგიმკვრივებთ მუცლის კანს.

1. დაახვიეთ პირსახოცი ისე, რომ მიიღოთ ლილვაკი. სიგრძეში ის არ უნდა იყოს 40 სანტიმეტრზე პატარა, ხოლო სისქეში - დაახლოებით 10 სანტიმეტრი.

2. დაჯექით მყარ ზედაპირზე და დაიდეთ პირსახოცის ლილვაკი უკან. მოემზადეთ სულ რაღაც 5 წუთიანი მარტივი ვარჯიშის შესასრულებლად.

3. დაწექით ზურგზე და მოითავსეთ პირსახოცი წელის ქვეშ. ლილვაკი ზუსტად ჭიპის ვერტიკალურად უნდა მდებარეობდეს.

4. გაშალეთ ფეხები დაახლოებით მხრების სიგანეზე და მიადეთ ცერა თითები ერთმანეთს. დაშორება ქუსლებს შორის უნდა იყოს დაახლოებით 25 სანტიმეტრი.

5. გაშალეთ ორივე ხელი თავს ზემოთ, შეაერთეთ ნეკა თითები და გაშლილ მდგომარეობაში მიაბჯინეთ ხელის გულები იატაკს თავს უკან.

6. შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში სულ რაღაც 5 წუთით.

7. ადექით პირსახოციდან ძალიან ფრთხილად.

ვიდეო, რომელშიც ინსტრუქცია დეტალურადაა წარმოდგენილი:





თუ თქვენ ყოველდღიურად ამ მარტივ ტექნიკას სულ რაღაც 5 წუთს დაუთმობთ, ხანმოკლე დროში საოცარ ცვლილებებს შენიშნავთ: მუცლის მოდუნებული კანი გამკვრივდება, წელის ტკივილი წარსულში დარჩება და ხერხემალი გაჯანსაღდება. გარდა ამისა, მოცემული ვარჯიშის შესრულების შემდეგ თქვენი ორგანიზმი ახალი სასიცოცხლო ენერგიით აივსება.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ვარჯიში და შეუდექით მის კეთებას დღეიდანვე. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, ისინი მადლიერები დარჩებიან.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.