გამოსავალი არსებობს! "რჩევების" რედაქციამ იპოვა მეთოდი, რომელიც წელის გარშემო ზედმეტ ცხიმს მხოლოდ 14 დღეში მოგაშორებთ. "რვიანის" არც თუ ისე რთული ვარჯიში რეგულარული შესრულების დროს კარგ შედეგს იძლევა! მოდით, საქმეს შევუდგეთ!
ვარჯიში "რვიანი"
ქვემოთ მოცემული ვარჯიში აუცილებლად დღეში 2-4-ჯერ 1 წუთის განმავლობაში შეუჩერებლივ უნდა გააკეთოთ, თანდათანობით ვარჯიშის დრო 2-3 წუთამდე უნდა გაზარდოთ. შემდეგი მინი ვარჯიშის დრო რომ არ გამოგეპაროთ, ტელეფონში ჩაინიშნეთ. ასე კვების რეჟიმის დასაცავადაც შეგიძლიათ მოიქცეთ.
სავარჯიშო დარბაზში "რვიანს" სავარჯიშო ჯოხით აკეთებენ, სახლის პირობებში კი პირსახოცი გამოგადგებათ.
1. დადექით პირდაპირ. ფეხები მხრების გასწვრივ გაშალეთ. პირსახოცის ბოლოებს ხელი ჩასჭიდეთ. პირსახოცი თქვენს წინ ვერტიკალურად გამოსწიეთ. პირსახოცის დაჭიმულობის სიგრძე არ შეამციროთ iისე, ხელი ჯერ მარჯვნივ გადასწიეთ, შემდეგ მარცხნივ, თავის გარშემო გადაატარეთ, ხელები პირსახოცით სხეულის მარცხენა მხარეს გადასწიეთ.
2. ხელების მდგომარეობა შეცვალეთ (შეადარეთ სურათს), ნახევარ წრე საწინააღმდეგო მხარეს დახრით გააკეთეთ.
3. მოძრაობა ისეთი უნდა იყოს, თითქოსდა რვიანს ხატავ. მნიშვნელოვანია: დააკვირდით, რომ ფეხები მაქსიმალურად უმოძრაოდ იყო, თეძოებით დიდად არ გააქანოთ.
აი, როგორ გამოიყურება "რვიანის" ვარჯიში პრაქტიკაში:
ვარჯიში მუცლის კუნთებს ეფექტურად ამუშავებს, ხელის კუნთებს აძლიერებს. უკვე 2 კვირაში თამამად გაიზომეთ წელი - სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით!
შედეგი კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება, თუ 2 კვირიანი ვარჯიშის დაწყებამდე განტვირთვის დღეს მოაწყობთ, რომ ორგანიზმი გაწმინდოთ.
წვრილი წელის და ბრტყელი მუცლის პერსპექტივა - შესანიშნავი მოტივაციაა! ვარჯიშის შესრულებას სწრაფად შეუდექით და არ დაგავიწყეთ, მეგობრებს სტატია გაუზიარეთ!