» » » ხალხური მედიცინა ნიკრისის ქარის სამკურნალოდ შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს...

ხალხური მედიცინა ნიკრისის ქარის სამკურნალოდ შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობს...

ნიკრისის ქარები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა და სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა. შემდეგ შარდმჟავა ნიკრისის მარილის სახით შემაერთებელქსოვილში ილექება სახსრების ახლოს. იქ წარმოიშობა ეგრეთწოდებული პოდაგრული კვანძები, რომლებიც იწვევენ ტკივილს, ზღუდავენ სახსრების მოძრაობას. პოდაგრით დაავადებულმა ადამიანმა უნდა შეზღუდოს ან სრულიად აკრძალოს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შარდმჟავას ნაერთებს: ხორცი და თევზი, მათი ნახარშები, შაშხი, კონსერვი, თირკმლები, ტვინი, შოკოლადი, ლობიო, მუხუდო, მჟაუნა. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან იგი აბრკოლებს თირკმელების მეშვეობით შარდმჟავას გამოყოფას. საკვებად კარგია რძე და რძის პროდუქტები, ცოტაოდენი კვერცხი, ფაფები, მოხარშული ბოსტნეული, სტაფილო, ხილი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური. საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება, მინერალური წყალი 1-2 ბოთლი დღეში. ხალხური მედიცინა კი გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს ამ დაავადებასთან საბრძოლველად:

  • 20 გრამ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი. მიიღეთ დღეში 3 ჭიქა.

  • ნიკრისის ქარით გამოწვეული სიმსივნის დროს: პატარა ტილოს პარკში თანაბარი რაოდენობით ყრიან დიდგულასა და სააფთიაქო გვირილას ყვავილებს, ამის შემდეგ პარკს შიგთავსით ასველებენ მდუღარე წყლით და ცხელ მდგომარეობაში იღებენ მტკივნეულ ადგილზე.

  • დიდგულას ფესვების ქერქის ნახარშით გაიკეთეთ აბაზანები ნიკრისის ქარის დროს.

  • 1/2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ სუროს ფოთოლს ერთ ჭიქა ადუღებულ წყალს ასხამენ და 8 საათს დგამენ. ესაა დღე-ღამის დოზა. აღსანიშნავია ის, რომ სუროს ფოთლები და მთლიანად მცენარე შხამიანია. ამიტომ მასთან მიმართებაში სიფრთხილეა საჭირო.

  • ნახევარ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ კოწახურის ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთი ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ. აღსანიშნავია, რომ კოწახურის ქერქის და კანის გამონაწვლილი ძლიერ ეფექტური საშუალებაა ნიკრისის ქართან საბრძოლველად.

  • მიიღეთ ადრე გაზაფუხლზე არყის ხის ღეროდან გამონადენი წვენი დღეში 3-ჯერ 1 ჩაი ჭიქის ოდენობით.

  • მიიღეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მოცვის ნაყოფი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.