» » » "ალოპურინოლის" მიღება რომ აღარასდროს დაგჭირდეთ და შარდმჟავას დონე შეიმციროთ, მოიქეცით ასე.

"ალოპურინოლის" მიღება რომ აღარასდროს დაგჭირდეთ და შარდმჟავას დონე შეიმციროთ, მოიქეცით ასე.

შარდის მჟავა ჩვენს ორგანიზმში ბუნებრივი ნივთიერებაა. ეს არის ნატრიუმის მარილების მიკროსკოპული კრისტალი, რომლებიც ღვიძლში იქმნება და სხეულიდან თირკმლებიდან გამოიყოფა. თავის თავად, ეს არ არის ტოქსიკური. მაგრამ როდესაც ორგანიზმში დარღვევები ჩნდება შარდმჟავის კონცენტრაცია იზრდება. 



ამ ნივთიერების მაღალი დონე თირკმლის უკმარისობას იწვევს, რაც იწვევს ასევე სახსრების პრობლემებს: მარილი თირკმლებში, სახსრებსა და სხვა ქსოვილებში გროვდება. 

შარდმჟავის დონე

სისხლში შარდმჟავას დონის მომატებას ჰიპერურიკემია უწოდებენ. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, როცა საჭმლის მომნელებელ სისტემას არ შეუძლია დაყოს პურინი მაღალი ცილის შემცველობის საკვებ პროდუქტში. 



"რჩევების" რედაქცია გაერკვა თანამედროვე რეკომენდაციებში, თუ როგორ შევინარჩუნოთ შარდმჟავას დონე ნორმაში. ტრადიციულ და ხალხურ მედიცინასთან ერთად ვემხრობით აზრს, რომ დაავადების დროს, რომელსაც თან ახლავს ჰიპერურიკემია, მნიშვნელოვანია სპეციალური დიეტის დაცვა და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება, რომლებიც ნივთიერების ცვლას არეგულირებს. 

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს შავი წიწაკის ეთეროვანი ზეთი, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური თვისებების წყალობით შარდმჟავას დონეს ამცირებს, ამასთან პოდაგრას და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკიც მცირდება. 



პრევენციის მიზნით რეკომენდებულია შავი წიწაკას ზეთის დალევა. მას ანტიბაქტერიული, სპაზმის მომხსნელი, მატონიზირებელი და მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. მას ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს და ააქტიურებს საჭმლის მონელებას. მიირთვით დღეში 3-ჯერ 1-2 წვეთი ზეთი ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, დააყოლეთ 1 ჭიქა თბილი წყალი. 

ართრიტის და რევმატიზმის სიმპტომების მოხსნაში სახსრების მასაჟი დაგეხმარებათ. აუცილებელია დაუმატოთ 2 წვეთი შავი წიწაკას ზეთი ნებისმიერ მასაჟის ზეთს და მტკივნეულ ადგილას აქტიურად შეიზილოთ, სანამ სხეულის გათბობის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ.



პოდაგრის დროს მნიშვნელოვანია დაზიანებულ ადგილას სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ასეთ შემთხვევაში კარგად გამოგადგებად კოჭას, მაიორანისა და შავის წიწაკას ზეთის კომპრესი. თუ დაავადებული დაწყებულია, აუცილებელია რეგულარულად მედიკამენტების მიღება, რომლებიც მეტაბოლიზმს არეგულირებენ. მათ მკურნალი ექიმი ნიშნავს. 



შარდმჟავას დონე იზრდება, თუ ადამიანი ბოროტად მოიხმარს ალკოჰოლს, ბევრს ჭამს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან საკვებს, ხანგრძლივად შიმშილობს ან ორგანიზმს ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვის საფრთხის ქვეშ აყენებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კვება და არა ყველა შესაძლო დიეტებით სხეულის გამოფიტვა. პირველ რიგში რაციონიდან პურინით მდიდარი საკვები გამორიცხეთ. არასასურველი პროდუქტების სია იხილეთ ქვემოთ:
  1. წითელი ხორცი

  2. ღვიძლი, თირკმლები, ტვინი, ენა

  3. ხორცის კონსერვი და ხორცის ბულიონი

  4. თევზის ცხიმოვანი სახეობები

  5. ალკოჰოლური სასმელები

  6. ყავა და შოკოლადი

  7. ლობიო და კაკალი

  8. საკონდიტრო ნაწარმი

  9. მწვანილი(მჟაუნა, ისპანახი) და ყვავილოვანი კომბოსტო




ჰიპერურიკემიის ყველაზე ხშირი მიზეზია ჭარბი წონა. შარდმჟავას მნიშვნელოვანია შემცირება იწყება მისი ნორმაში მოყვანის შემდეგ. ზოგიერთ ქალს ექიმი ურჩევს ჰორმონალური ფონის შემოწმებას, თუ სწორ კვებაზე გადასვლის შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამების შემცირება არ ხდება. 



ყველა ადამიანს, ვინც 45 წელს მიაღწია, ექიმები ურჩევენ შარდმჟავას დონის გასაგებად სისხლის ანალიზის ჩაბარებას მინიმუმ წელიწადში ერთხელ. როგორ ფიქრობთ, ეს ანალიზი აუცილებელია თუ შეიძლება პროფილაქტიკურ დათვალიერებას გვერდი ავუაროთ? არ დაგავიწყდეთ კომენტარის დატოვება!

თუ სტატია თქვენთვის სასარგებლო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.