» » » როგორ უნდა მოიშოროთ "იხვის კანი" ფეხებსა და მხრებზე სამუდამოდ: კოსმეტოლოგის რჩევები

როგორ უნდა მოიშოროთ "იხვის კანი" ფეხებსა და მხრებზე სამუდამოდ: კოსმეტოლოგის რჩევები

"იხვის კანი" ძლიერი ემოციების ან სიცივის შედეგად წარმოიქმნება. ხშირად, ასეთი წვრილი გამონაყარი დროებითი არაა, რაც კანის დაავადებაზე მეტყველებს - ეს ფოლიკულური ჰიპერკერატოზაა. მოსახლეობის 40$-ზე მეტს აწუხებს ეს უსიამოვნო ესთეტიკური დეფექტი დაბადებიდან ან ცხოვრების მანძილზე იძენს.



გამონაყარი სხეულზე
ფოლიკულური ჰიპერკერატოზი კანის ჭარბი გასქელების შედეგად წარმოიქმნება თმის ფოლიკულების არეებში. ამის გამო, თმები კანის საფარველიდან ვერ აღწევს და ჩნდება თმის გორგალი. ასეთი დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს მემკვიდრული განწყობა, ჰორმონალური დარღვევა ან ვიტამინების A, C და D-ს ნაკლებობა. წვრილი გამონაყარი ჩნდება მხრებზე, ხელებზე, ფეხებზე, თეძოებისა და დუნდულების გარე ზედაპირზე. ამასთან, არ გაქვთ ქავილი, ანთება ან სხვა მტკივნეული შეგრძნება.



მიუხედავად იმისა, რომ "იხვის კანი" არ ითვლება სერიოზულ დაავადებად, იგი მაინც ძლიერ დისკომფორტსა და კომპლექსს შეგიქმნით. დერმატოლოგების გამოცდილება გვეუბნება: თუ არსებობს პრობლემა, არსებობს მისი გადაწყვეტის საშუალებაც. "იხვის კანი" ბოლომდე ვერ იკურნება, თუმცა მისი ხილული ნაკლის შემცირება შესაძლებელია. იმისათვის, რომ ამ უსახური ბუშტუკებისგან გათავისუფლდეთ, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. გირჩევთ, მიიღოთ რამდენიმე ზომა ამ პრობლემის მოსაშორებლად.

როგორ მოვიშოროთ "იხვის კანი"?
  1. აბაზანის პროცედურები
    დაუმეგობრდით აბაზანასა და საუნას. ეს პროცედურები დადებითად მოქმედებს კანის საფარველზე, წმენდს მას ღრმად და რბილად. ორთქლი და ცხელი წყალი არბილებს კანის უხეშ ზედაპირს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხსნის ფორებს. კარგია კანის დაორთქლვა ცხელი შხაპის ან აბანოს საშუალებით. აუცილებლად მიირთვით მინერალური წყალი აბაზანის პროცედურების დროს.



  2. პილინგი
    მას შემდეგ, რაც აბაზანაში ფორები გაიხსნება, გამოიყენეთ მჟავური პილინგი ან სკრაბი. შეიზილეთ მარილი ან შაქარი მცენარეულ ზეთთან ერთად, წრიული მოძრაობებით კანზე, სანამ იგი არ გაწითლდება. ასეთი პროცედურა ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს და კანს აგლუვებს. შხაპის ყოველი მიღების შემდეგ გამოიყენეთ სახეხი ხელთათმანები. სასურველი შედეგების მისაღებად, ჩაიტარეთ პილინგი კვირაში სამჯერ და აუცილებლად წაისვით კრემი მთელ სხეულზე.



  3. ნიღბები
    ასეთი თავისებურების მქონე კანი საჭიროებს დატენიანებას, ამიტომ, ხშირად შეახვიეთ იგი. შეურიეთ ცისფერი თიხა წყალსა და რამდენიმე წვეთ ფორთოხლის ეთერზეთს, წაისვით კანზე, შეიხვიეთ საკვები ცელოფნით და პირსახოცით. 30 წუთში ჩამოიბანეთ და დაიტანეთ მკვებავი ლოსიონი.

    გასაოცარი შედეგები გვიჩვენა ზღვის მცენარეებისგან დამზადებულმა ნიღბებმა - მათი გამოყენების შემდეგ კანი იჟღინთება სითხით, ვიტამინებითა და მინერალებით. ასევე, შეგიძლიათ სცადოთ შეხვევის სხვა მეთოდებიც: შოკოლადის, თაფლის.. ნარევში დაუმატეთ აფთიაქის A და E ვიტამინები. ასეთი შეხვევა ორ დღეში ერთხელ უნდა გაიკეთოთ 2 თვის მანძილზე.



  4. კრემები და მალამოები
    არსებობს კიდევ ერთი ეფექტური ლოსიონი, რომელიც საშინაო პირობებში მზადდება.
    თქვენ დაგჭირდებათ კარამბინის შემცველი კრემი, ბორის მჟავა, ლევომიციტინის სპირტი და სალიცილის მჟავა, რომლებიც თანაბარი პროპორციებით უნდა შეურიოთ. დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები დილა-საღამოთი. შემდეგ დაიტანეთ ნარევი კვირაში 1-2ჯერ პროფილაქტიკისთვის.

    ეს საშუალებები საშუალებას მოგცემთ გამონაყარის შემცირებისა, თუ მათ აბაზანისა და პილინგის შემდეგ გამოიყენებთ. ზაფხულში აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.



  5. კვება
    გამონაყარი გაქრება, თუ ნივთიერებათა ცვლას სწორი დიეტის გააუმჯობესებთ. ყველა ზემოჩამოთვლილი ზომა მხოლოდ დროებით დაგეხმარებათ, თუ რაციონში საჭირო ვიტამინები არ შევა: ბოსტნეული, ხილი, თხილი, ზეითუნის ზეთი და მწვანილები. საკმარისია დღეში 1 ფორთოხლისა და 1 ვაშლის მირთმევა, სალათის მორთვა არა მაიონეზოთ, არამედ მცენარეული ზეთითა და თხილით, რომ ვიტამინების დღიური ნორმა უკვე შევსებულია. მიირთვით პოლივიტამინების კომპლექსი თუთიის მაღალი შემცველობით.


გამოიყენეთ ყველა ეს საშუალება კომპლექსურად და თქვენი კანი გახდება გლუვი, რაც აღარ მოგიტანთ დისკომფორტს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.