წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული.
ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიული რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით, იბოჭება და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანისზმითვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება.
- დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ-ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის.
- მხოლოდ ჭარხლის წვენის გამოყენება დღეში ერთი ღვინის ჭიქის (100მლ) ოდენობით იწვევს გაწმენდით რეაქციას, კერძოდ მცირეოდენ თავბრუსხვევასა და პირღებინების შეგრძნებას. გამოცდილებამ აჩვენა, რომ პირველ პერიოდში, უკეთესია სვათ ნარევი, სადაც ჭარბობს სტაფილოს წვენი, შემდეგ კი ნელ-ნელა გაზრდით ჭარხლის წვენის შემცველობას, მანამ, სანამ არ შეწყდება გვერდითი მოვლენები. საკმარისია 1-დან 1,5 ჭიქამდე ჭარხლის წვენი 2-ჯერ დღეში.
- ჭარხლის წვენის ერთ-ერთ დადებით თვისებად მიჩნეულია ის, რომ ჭარხალი შეიცავს 50%-ზე მეტ ნატრიუმს და მხოლოდ 5%-ს კალციუმს. ეს შეფარდება ფასეულია კალიუმის ხსნადობის გასაძლიერებლად, როცა მოხარშული საკვების მიღებისას სისხლძარღვებში დაგროვდა არაორგანული კალციუმი, მაგალითად, ვენების გაგანიერებისას, ან სისხლის შესქელებისას, რომელიც იწვევს სისხლის მაღალ წნევასა და გულის მოქმედების დარღვევის სხვა სახეებს.
- ჭარხალში კალციუმის შემცველობა უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა ფიზიოლოგიური ფუნქციის საერთო კვებას, ხოლო ქლორის შემცველობა საუკეთესო საშუალებაა თირკმლების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასაწმენდად, ასევე ასტიმულირებს ლიმფის ფუნქციონირებას მთელს ორგანიზმში.
- სტაფილოსა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო ბუნებრივი მასალაა სისხლის უჯრედების ასაშენებლად, განსაკუთრებით სისხლის წითელი ბურთულაკებისთვის.
ის ასტიმულირებს ერითროციტების წარმოქმნას, აუმჯობესებს მეხსიერებას, განსაკუთრებით, ათეროსკლეროზის დროს, აფართოებს სისხლძარღვებს. ჰიპერტონიული დაავადების დროს ეს ნარევი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალება და აძლიერებს საერთო მდგომარეობას. აძლიერებს ნერვულ სისტემას ნევროზისა და უძილობის დროს. - ძლიერ სასარგებლოა ჭარხლის წვენი მენსტრუალური დარღვევების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ წვენს სვამთ მცირე პორციებად ერთი ღვინის ჭიქას (100 მლ) 2-3-ჯერ დღეში.
ასეთივე პროცედურა კლიმაქსური პერიოდის დროს იძლევა უფრი მყარ ეფექტს, ვიდრე სინთეტიკური ჰორმონებისგან მიღებული პრეპარატები.
უმჯობესია თუ ჭარხლის წვენს რამდენიმე საათით მოათავსებთ მაცივარში, მოხადეთ ქაფი და გამოიყენეთ სტაფილოს წვენთან ერთად შეფარდებით.