მიუხედავად იმისა, რომ დაავადებას უამრავი სახეობა აქვს, დიეტოლოგები სულ უფრო ხშირად აცხადებენ პირდაპირ კავშირს ართრიტსა და არასწორ კვებას შორის, ამიტომაც დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, რომელი პროდუქტი უნდა გამორიცხოთ, რომ სახსრების პრობლემები აღარ გაწუხებდეთ, ასევე, განიხილავს, რომელი ხალხური მეთოდი კურნავს ართრიტს.
სახსრების მკურნალობა ოპერაციის გარეშე
გასაოცარია, მაგრამ იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომლებსაც უსაფრთხოდ და სასარგებლოდაც კი ვთვლიდით, რეალურად, ანადგურებს ჩვენს ორგანიზმს. ამ პროდუქტებზე უარის თქმა ართრიტის საუკეთესო პროფილაქტიკაა.
- შპროტი
ვიღაც იტყვის, რომ შპროტი მარილის შემცველობის გამოა საშიში, თუმცა ასე არაა. საქმე ისაა, რომ ეს პროდუქტი შეიცავს პურინებს - ნივთიერებებს, რომლებიც, დიდი რაოდენობით, იწვევს პოდაგრას. შპროტის რეგულარული მოხმარების შემდეგ, ორგანიზმში იზრდება შარდმჟავას რაოდენობა, რომელიც არ გამოდის ორგანიზმიდან და რჩება სახსრების ზედაპირზე, რითიც აზიანებს მას. - მზესუმზირა
ჩვენთვის საყვარელ მზესუმზირაში დიდი რაოდენობით ომეგა6-ის ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც, დიდ რაოდენობაში, საშიშია ორგანიზმისთვის. ისინი იწვევს არამხოლოდ სახსრების დაავადებას, არამედ კანის პრობლემებსაც(ეკზემა, აკნე). ომეგა-6 გროვდება სახსრებში და აძლიერებს ტკივილს ძვლებს შორის არსებულ ხრტილებთან შერევით. - მყარი ყველი
პროდუქტში კალციუმის იონებია, თანაც დიდი კონცენტრაციით. თუ მცირე რაოდენობით მაგარი ყველი სასარგებლოა, მისი ხშირი მოხმარება იწვევს კუნთების სპაზმს და სახსრების ტკივილებს.
ართრიტის მქონე ადამიანებისთვის ეს 3 პროდუქტი აკრძალულია, რადგან ისინი მხოლოდ ართულებს დაავადების განკურნებას. მათთვის კი, ვისაც ჯერ არ აწუხებს სახსრების პრობლემები, რეკომენდებულია ამ პროდუქტების შემცირება რაციონში. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაფერი სასარგებლოა ზომიერად.
საშინელება ისაა, რომ ართრიტის განკურნება შეუძლებელია ქირურგიული ჩარევითაც კი. ამიტომ, სიმპტომების შესამსუბუქებლად დაგეხმარებათ ხალხური სამკურნალო საშუალებები. ეს მეთოდი კარგია მათთვის, ვინც ვერ მკურნალობს აფთიაქის პრეპარატებით.
ართრიტის მოშორების ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია ვაშლის ძმრით მკურნალობა. საკვების ყოველი მიღების წინ (არაუმეტეს 5ჯერ დღეში) მიირთვით ჭიქა წყალი 1 ჩ.კ. ძმრით. ასეთი კურსი 2 კვირა გრძელდება. თუ ადამიანს კუჭი აწუხებს, ძმრის დოზა შეამციროს ორჯერ, თუმცა კურსის ხანგრძლივობა 4 კვირამდე გაიზრდება.
ასევე, სახსრების ტკივილს მოგაშორებთ ჩვეულებრივი ნიორი. საკმარისია გაწმინდოთ და წვრილად დაჭრათ 5 თავი ნიორი, დაასხათ 0.5 ლ არაყი და დადგათ ბნელ ადგილას 10 დღით. ასეთი ნაყენი მიიღეთ 1 ჩ.კ. ოდენობით საკვების ყოველ მიღებამდე.