» » » სახსრების გაუსაძლისი ტკივილი დაფნის ნახარშმა გამიქრო

სახსრების გაუსაძლისი ტკივილი დაფნის ნახარშმა გამიქრო

მხრის სახსრის ართროზი მაქვს. დაავადება დღითი დღე პროგრესირებდა. დილაობით სახსარში შებოჭილობას, მოძრაობის შეზღუდვას ვგრძნობდი, ამიტომ ძლიერ დატვირთვას ვერიდებოდი, ვცდილობდი, მძიმე ტვირთი არ ამეწია.
არ ვეკარებოდი ალკოჰოლს, ცხარე და ცხიმიან კერძებს, ვჭამდი უმთავრესად ხილსა და ბოსტნეულს. ექიმის რჩევით ვარჯიშიც დავიწყე. უკეთესობა მალევე ვიგრძენი, მაგრამ ნამდვილი შვებით მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, რაც დაფნის ფოთოლის ნახარშის სმა დავიწყე.

  • დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ ან თერმოსში გადაასხით და გააჩერეთ 8 საათი. ნახარში გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქა.

    მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ უნდა შეისვენოთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეოროთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა - დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი ნახარშის სმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.



    ნიახური და თაფლი ართრიტს უხდება

  • ერთმანეთში აურიეთ ნიახურის ძირების გამონაწური და თაფლი პროპორციით 1:1. ნარევი მაცივარში შეინახეთ, მიღებამდე შენაჯღრიეთ. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. მკურნალობა 1 თვე გრძელდება.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.