თითქოსდა რა უნდა იყოს უჩვეულო: მარწყვი, შაქარი - ესეც თქვენი ჯემი. თუმცა არა! თუ საქმეს ფანტაზიით მიუდგებით, შედეგი ნამდვილად სეზონის აღმოჩენა იქნება, მენდეთ.
მარწყვის ჯემის რეცეპტები
მარწყვი - საკმაოდ დელიკატური კენკრაა, სწორედ ამიტომ შესაბამისად უნდა მოეპყრათ. მარწყვი გადაარჩიეთ, გამდინარე წყალში საწურზე გარეცხეთ, შემდეგ დატოვეთ რომ წყალი დაიწუროს. მხოლოდ ამის შემდეგ ყუნწები მოაძვრეთ. ეს მომზადების საწყისია.
მარწყვის ჯემი "სიხასხასე"
- 2 კგ მარწყვი
- 1,5 კგ შაქარი
- 2 ლიმონი
- 25 ფოთოლი ახალი პიტნა
- 25 ფოთოლი ბაზილიკა
1. მომზადებული კენკრა (გარეცხილი, გამშრალი და ყუნწების გარეშე) ღრმა თასში მოათავსეთ და შაქარი მოაყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ მარწყვისგან წვენი გამოვიდეს.
2. თასი საშულო ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ 5 წუთი ადუღეთ. შემდეგ პიტნის და ბაზილიკის ფურცლები დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ადუღეთ.
3. ჯემს წვრილად დაჭრილი ლიმონის რბილობი და წინასწარ გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ამის შემდეგ ჯემი დაბალ ცეცხლზე 15 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ.
4. მეორე ეტაპი. თასი გაზზე დადგით და ადუღების შემდეგ 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ სტერილურ მინის ქილებში მოათავსეთ და მოხუფეთ.
მარწყვის ჯემი "ლალისფერი"
- 1 კგ მარწყვი მცირე ზომის
- 200 გრ ვარდის ფურცლები
- 1,2 კგ შაქარი
- 100 მლ წყალი
- 0.5 ჩ/კ ლიმონის მჟავა
1. მომზადებული მარწყვი თასში ჩაყარეთ და შაქრის ნახევარი დააყარეთ. მთელი ღამით დატოვეთ.
2. დარჩენილი შაქრით და წყლით სიროფი მოამზადეთ. სიროფი ვარდის გარეცხილ ფურცლებს დაასხით, ლიმონის მჟავა დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
3. ადუღებულ სიროფში მარწყვი ჩაყარეთ და მცირე ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, ჯემს ბოლომდე გაგრილება აცადეთ.
4. კვლავ დუღილამდე მიიყვანეთ და ზუსტად 10 წუთით ადუღეთ. ცხელ-ცხელი ქილებში მოათავსეთ და შეფუთეთ.
მარწყვის ჯემი სანელებლებით
- 2 კგ მარწყვი
- 2 კგ შაქარი
- 2 ბადიანი
- 1 ჩხირი დარიჩინი
1. მომზადებული მარწყვი ქვაბში მოათავსეთ, შაქარი მოაყარეთ და 3 საათით გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 10 წუთით ადუღეთ. გაგრილება აცადეთ.
2. როგორც კი ჯემი გაგრილდება, კვლავ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ სანელებლები დაუმატეთ და კვლავ 10 წუთით ადუღეთ.
მარწყვის ჯემი არაყით
- 3 კგ მარწყვი
- 2 კგ შაქარი
- 100 მლ არაყი
- 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა
1. მომზადებული კენკრა ფენებად ჩააწყვეთ, თითოეულ ფენას შაქარი მოაყარეთ და არაყი მოასხით. ზემოთა ფენა - შაქარი. მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ.
2. დილით ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ლიმონის მჟავა დაუმატეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. 3 საათის შემდეგ კვლავ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. პროცედურა კიდევ 3-ჯერ გაიმეორეთ, ბოლო დუღილის შემდეგ კიდევ 10-15 წუთი ადუღეთ.
3. ჯემი სტერილურ მინის ქილებში მოათავსეთ და შეფუთეთ.
მარწყვის ჯემი რევანდით და კოჭით
- 1 კგ მარწყვი
- 1 კგ რევანდი
- 50 გრ ახალი კოჭის ფესვი
- 2 კგ შაქარი
- 200 მლ წყალი
1. გარეცხილი რევანდას კანი მოაშორეთ და წვრილად დაჭერით. დაუმატეთ მომზადებული მარწყვის კენკრა, წყალი დაასხით, ცეცხლზე შემოდგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 10 წუთით ადუღეთ.
2. გასუფთავებული მთელი კოჭა დაუმატეთ და 5-7 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ.
3. მცირე პორციებით დარჩენილი შაქარი მოაყარეთ და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ. კვლავ ცეცხლიდან 10 საათით გადმოდგით. გაგრილებული ჯემიდან კოჭა ამოიღეთ. ჯემი სტერილურ ბანკებში გადაანაწილეთ და შეფუთეთ.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფეიერვერკის, რომელიც მარწყვის ჯემში სხვადასხვა უჩვეულო დანამატებით შეგიძლიათ შექმნათ. მარწყვი ბალახებს, სხვა კენკრას და ხილს, შოკოლადს შესანიშნავად ერწყმის. შექმენით და თქვენს განუმეორებელ გემოს აუცილებლად იპოვით!