ორმაგი ნიკაპი
ორმაგი ნიკაპი - ეს უნამუსო მოღალატეა, რომელიც ჩვენს ასაკს ამჟღავნებს და გარეგნულ მხარეს აფუჭებს. თუ სხეულის ნაკლოვანებას სწორი ტანსაცმლით შეზღუდავთ, ორმაგ ნიკაპთან სიტუაცია უფრო რთულია.
როცა სახის კუნთებს კანის ქვეშ ცხიმოვანი ქსოვილის შენარჩუნება აღარ შეუძლია, ცხიმი იწყებს დაგროვებას და სახის ოვალს არღვევს. ბევრ ქალს და მამაკაცს აწუხებს კითხვა, თუ როგორ უნდა მოიშორონ ორმაგი ნიკაპი ოპერაციის გარეშე.
მე გამიმართლა, რომ ბებიამ მასწავლა ადრეული ასაკიდან ყოველ დილით დაბანის შემდეგ ნიკაპზე ხელის მოთათუნება. ის ყოველთვის ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა ამ მარტივი რიტუალის დახმარებით.
როგორ მოვიშოროთ ორმაგი ნიკაპი
- დილით სახე და ყელი ცივი წყლით დაიბანეთ. შეგიძლიათ ყინულის კუბიკი გამოიყენოთ.
- სარკის წინ სწორად დადექით და ორივე ხელის უკანა მხრიდან ხელი გადაუსვით, ნიკაპის შუა ნაწილიდან ყბის ნაწილამდე იმოძრავეთ.
- შემდეგ ნიკაპს ორივე ხელისგულით ძალიან ძლიერად დააჭირეთ. იმოძრავეთ ნიკაპის ცენტრიდან ზედა ყურის ნაწილამდე.
- ასეთი მოძრაობა 1-2 წუთის განმავლობაში შეასრულეთ, სანამ ნიკაპზე კანის ოდნავ დაბუჟებას არ იგრძნობთ.
- სახე და ყელი კვლავ ცივი წყლით დაისველეთ, კანი პირსახოცით შეიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
ეს ვარჯიში მე ძალიან მომწონს, რადგან შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეასრულოთ: სამუშაოზე, კომპიუტერთან მჯდომარემ, ფილმის ან საყვარელი სერიალის ყურების დროს, დილის ან საღამოს კრემის წასმამდე. ასეთი ხელის გადასმებები ძალიან სასიამოვნოა, იმწამსვე გრძნობთ, როგორ თბება კანი და მისი ტონუსი მაღლდება.
კიდევ ერთი ეფექტური მეთოდი არსებობს ორმაგი ნიკაპის სწრაფად მოსაშორებლად. ესეც ჩემმა ჭკვიანმა ბებიამ მასწავლა. ის ჩემ დაქალს სახის ოვალის დაჭიმვასა და თავდაჯერებულობის მოპოვებაში დაეხმარა. ეს ვარჯიში ესადაგება მათ, ვინც მზადაა ნაკლოვანებას ინტენსიურად ებრძოლოს.
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა წყალი
- 1 ს/კ მარილი
- 1 ს/კ ვაშლის ძმარი
- მცირე ზომის სუფთა პირსახოცი
მომზადება
- ყველა ინგრედიენტი აურიეთ.
- პირსახოცი მომზადებულ ხსნარში დაასველეთ. შემდეგ დაახვიეთ, თითქოსდა ხელით გაწურვას ცდილობთ.
- შემდეგ ეს პირსახოცი სწრაფად და ხშირად ნიკაპთან გადაატარეთ. პირსახოცი ხსნარში ხშირად დაასველეთ.
- შემდეგ იგივე პროცედურა ცხელ წყალში დასველებული პირსახოცით გაიმეორეთ.
- პროცედურის დასრულების შემდეგ, კარგად გაიწმინდეთ კისერი, მშრალი პირსახოცით შეიმშრალეთ და კრემი წაისვით.
- ასეთი მასაჟი ყოველდღიურად გააკეთეთ: 1-2 წუთი ცივი და 1-2 წუთი ცხელი პირსახოცით.
კანის ნივთიერების ცვლის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, ეს ვარჯიში ნიკაპზე ბუნებრივი ლიფტინგის სახით მოქმედებს. გარდა ამისა, სველი პირსახოცით ხელის დასმა მთლიან ლოყებს ჭიმავს.
ყველაფერი სტაბილურად, ჯიუტად და რეგულარულად უნდა შეასრულოთ, უკვე 2 კვირის შემდეგ კისრის კანი და ნიკაპი შესამჩნევად გაძლიერდება, სახის ოვალი გასწორდება. ეს მარტივი ვარჯიში მცირე დროს მოითხოვს. ეს ჩემ დაქალს ჩვევად გადაექცა, ის თავს შესანიშნავად გრძნობს!
თქვენ ეს ვარჯიში შეასრულეთ როგორც ნიკაპის სპეციალური ვარჯიშის დასრულება. ასეთი კომპლექსური მიდგომა უხერხულ ასაკობრივ ცვლილებებს შესანიშნავად არტყამს.
არ დაელოდოთ, როცა სიბერე თქვენს გარეგნობას შეუცვლელამდე შეცვლის. მასთან ბრძოლა ახლავე დაიწყეთ! ზედმეტი ძალისხმევის და ბიუჯეტის დაკარგვის გარეშე თქვენი გარეგნობა შესანიშნავად გაუმჯობესდება. თუ თანახმა ხართ, რომ ნიკაპსა და ყელზე არაფერი ზედმეტი არ უნდა იყოს - დააჭირეთ "Facebook"-ზე გაზიარებას.