ამრიგად, წყალი ორგანიზმისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. გარდა ამისა, სუფთა წყალს ეფექტურად გამოაქვს დაგროვილი მარილები, ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები.
მარილების გამოყოფის მიზნით აუცილებელია დღე-ღამეში მივიღოთ 1,5-2 ლ უგაზო წყალი (თუ არ არსებობს რაიმე წინააღმდეგჩვენება), აქედან პირველი პორცია (1 ჭიქა) დავლიოთ დილით 30 წთ-ით ადრე ჭამამდე.
წყლის სასარგებლო თვისებები მაშინ მჟღავნდება, როცა ნამდვილად სუფთა წყალს ვსვამთ. ონკანის წყალი ბევრ მავნე ნაერთებს შეიცავს: ნავთობროდუქტებს, ქლორს, ფენოლებს, ბაქტერიებს. იმისათვის, რომ ონკანის წყალი უვნებელი გახადოთ, გასუფთავების პროცესმა 3 სტადია უნდა გაიაროს.
I სტადია - დაწდომა. წყალი 24 სთ დავაყენოთ და შემდეგ ფრთხილად გადავასხათ სხვა ჭურჭელში.
II სტადია - გაფილტვრა. ამისათვის არსებობს საყოფაცხოვრებო ფილტრები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია.
III სტადია - ადუღება. დუღილი მიკრობების განადგურების გარანტია. დუღილის დროს ონკანის წყალში არსებული არაორგანული ნივთიერებები რბილდება და ორჰანიზმიდანაც ადვილად გამოიყოფა.
დიეტა პოდაგრის დროს:
აკრძალულია ხორცის და თევზის კონსერვები, შებოლილი პროდუქტი, შემწვარი ხორცი და ხორცის ბულიონი, ღვიძლი, თირკმლები, ცხარე სანელებლები (დაფნის და ძმრის გარდა), სპირტიანი სასმელები, მაგარი ჩაი, კაკაო, ყავა და შოკოლადი.
შეზღუდულია მარილი და მწნილები, ძეხვი, მოხარშული ხორცი და თევზი ( ნებადართულია ფრინველის ხორცი, ორაგული, კალმახი), ბოლოკი, მჟაუნა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო.
ნებადართულია კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, პომიდორი, კიტრი, რძე და რძის მჟავე პროდუქტები, კრევეტები, ყველი, კვერცხი, ხაჭო, ციტრუსი, თაფლი, მცენარეული ზეთი, კარაქი, ბურღულეული, ფქვილეული ( შეზღუდული რაოდენობით).
რეკომენდებულია მინერალური წყლები (სუსტი ტუტიანობის) ნატურალური ხილის და კენკროვანების წვენი (უპირატესად ყურძნის, შტოშის, ციტრუსების), კომპოტები შაქრის გარეშე.