» » » კლიმაქსის შეფერხება შეიძლება! მთავარია - პირველი ნიშანი გამოიცნოთ

კლიმაქსის შეფერხება შეიძლება! მთავარია - პირველი ნიშანი გამოიცნოთ

ყველა ქალი კლიმაქსის დადგომას სხვადასხვანაირად უდგება. ზოგი მას მშვიდად აღიქვამს, ზოგს პანიკურად ეშინია, სხვები კი თვლიან, რომ კლიმაქსის დაწყებისთანავე ცხოვრება მთავრდება. უკანასკნელი კატეგორიის ქალებს მსგავსი აზროვნებით ნერვულ აშლილობამდე მიდიან. 



ნამდვილად, კლიმაქსისთვის მთელი რიგი უსიამოვნო ნიშნები არის დამახასიათებელი, რომელთა გამოვლენაც ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებებით არის გამოწვეული. თუ მათ დროულად აღმოაჩენთ, შეგიძლიათ კლიმაქსის პერიოდი გადასწიოთ და მდგომარეობა მის დროს შეამსუბუქოთ. 



ორგანიზმში კლიმაქსური ცვლილებები რამდენიმე წელი გრძელდება და კონკრეტულ ფაზებად იყოფა:

  1. პრემენოპაუზა

  2. მენოპაუზა

  3. პოსტმენოპაუზა




კლიმაქსის დადგომა ძალიან ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, როგორიცაა მშობიარობის რაოდენობა, გადატანილი აბორტი, მავნე ჩვევების ქონა და ფსიქოლოგიური განწყობაც კი. ადრეული კლიმაქსი 40 წლის ასაკში დგება. გვიანი - 55 წლის ასაკში. 



კლიმაქსის პირველი ნიშნები

1. უძილობა. სურვილის არ ქონა ან უძილობა, რომელსაც თან აკვიატებული ფიქრები და გარკვეულ პრობლემაზე ჩაციკვლა ახლავს. 

2. გულის ცემა. მისი სპონტანურად გახშირება. 



3. კიდურების გაშეშება, გულის შეკუმშვის შეგრძნება. მიზეზი - დარღვეული სისხლის მიმოქცევა. 

4. შფოთვა. შიშის, ნერვიულობის, გაღიზიანობის და განწყობის უეცარი ცვლილების ხშირი შეგრძნება. 



5. ლორწოვანი გარსის სიმშრალე. მათ შორის თვალის, პირის ღრუს, საშოს სიმშრალე. 

6. სხეულის ფორმის ცვლილება. სხეული ქალურ ფორმებს კარგავს. 

7. სხეულის ტემპერატურა. მისი მნიშვნელოვანი რყევები. 



თუ ეს სიმპტომები შენიშნეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სხეული საკვერცხეების ფუნქციის შემცირებას და ჰორმონალური ცვლილებების მოახლოების ნიშანს გაძლევთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპის გავლის შემდეგ ქალის სხეული სწრაფად ბერდება. 

ამ ნიშნების გამოვლენისთანავე გინეკოლოგს მიმართეთ. ის საჭირო ჩასახვის საწინააღმდეგო წამალს გამოგიწერთ, რომ შესაძლო ორსულობა გამორიცხოთ და ჰორმონალური თერაპიის ჩატარებას გირჩევთ, რომელიც თქვენ სხეულს საჭირო ბალანსს შეუნარჩუნებს. 



არ შეგეშინდეთ. ჰორმონალური თერაპია - გამოცდილი და მოქმედი მეთოდია. ორგანიზმი საჭირო რაოდენობის ესტროგენებს მიიღებს, რაც ჰორმონალურ ფონს და თვითშეგრძნებას გააუმჯობესებს. თქვენი სხეული გარედან მიიღებს იმას, რისი წარმოებაც თავად აღარ შეუძლია. 



არაჰორმონალური საშუალება მცენარეულ საფუძველზე - ჰორმონალური თერაპიის ღირსეული ალტერნატივაა. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ფიტოესტროგენებით, ვიტამინებით და მინერალური კომპლექსებით. 

კვალიფიციურ ექიმთან დახმარებისთვის მისვლა არ შეგეშინდეთ. თქვენი ორგანიზმის ასეთ მშფოთვარე პერიოდში უმჯობესია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოთ. 



რედაქციის რჩევა

ფიტოესტროგენის დამატებითი წყაროს სახით შეგიძლიათ აირჩიოთ პროდუქტები, რომლებიც ამ მცენარეული ნაერთებით მდიდარი არიან:

1. მარცვლეული და პარკოსანი კულტურები: ოსპი, სოიო, სელის თესლი, ქერი. 

2. ბოსტნეული და ხილი: ვაშლი, სტაფილო, ბროწეული. 

3. სასმელები: ლუდი, ბურბონი. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.